40 დღის წინ თბილისელმა სომეხმა საზოგადოებამ დაკრძალა მისი უბადლო თანამემამულე, სარგის დარჩინიანი. ქალაქ თბილისის ისტორიის სომხური კვალის შემსწავლელი დიდი არქივისტი წავიდა და შეუერთდა ერის სხვა თავდადებულებს.
|
დაწვრილებით...
|
|
2013 წლის 7 ნოემბერს დაიწყო ახალგაზრდობის ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა, რომელიც ორგანიზებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან არსებული ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდიის მიერ.
|
დაწვრილებით...
|
ამა წლის 3 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს სომეხ ახალგაზრდებთან. ერევნიდან ჩამოსული უნივერსიტეტის მისაღებ საკითხთა ოფისის კოორდინატორმა კარინე სათამიანმა, კომუნიკაციის სამსახურის წარმომადგენელმა ტათევიკ ვარდანიანმა და ეკონომიკის ფაკულტეტის კათედრის გამგემ ვაჰრამ ღუშჩიანმა დეტალურად წარმოადგინეს სომხეთის ამერიკულ უნივერსიტეტში დანერგილი მეთოდოლოგიისა და სასწავლო პროგრამების და დიპლომის უპირატესობები. დასავლური ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებით მოქმედი ამერიკული უნივერსიტეტი აშშ-ში აკრედიტებული, სრ სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მრავალმხრივ განათლებას. უნივერსიტეტი აკმაყოფილებს დასავლურ საერთაშორისო საგანმანათლებლო ყველა სტანდარტს, აღიარებულია რეგიონში, აქვს ბაკალავრის ოთხწლიანი პროგრამები, ასევე რვა სამაგისტრო პროგრამა.
|
დაწვრილებით...
|
2013 წლის 24-28 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის მომლოცველთა ჯგუფი, სრ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით და საქართველოს სომეხთა ეპაქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურხევით, შემეცნებითი და თანამშრომლობითი ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთსა და არცახში. მომლოცველობა ორგანიზებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის დიაკვან გევორგ ანტონიანის მიერ. მომლოცველთა შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის თანამშრომლები, ახალგაზრდები თბილისიდან, ახალციხიდან, ბათუმდან და მარნეულიდან. მომლოცველთა შორის იყო ცნობილი ამერიკელი სომეხი პოეტი სონა ვანი.
|
დაწვრილებით...
|
წმიდა მახარებლების - მათეს, მარკოზის, იოანეს და ლუკას დღესასწაულზე თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მორწმუნეები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით, იყვნენ მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანის სურბ ასტვაწაწინ (წმიდა ღვთისმშობლის) ეკლესიაში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმიდინარეობს. ეკლესიაში, მორწმუნეთა მონაწილეობით, აღავლინეს მადლიერების ლოცვა, შემდეგ მორწმუნეებმა ილოცეს ეკლესიის დროზე აღდგენის მოლოდინით.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 221 222 223 224 225 226 227 228 229 230 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 227, სულ 280 |