1geo

fb you od

Commemoration of Sts. Sophia and her three daughters - Pistos, Yelpis and Agapie

Commemoration of Sts. Sophia and her three daughters - Pistos, Yelpis and Agapie

 

These names have Christian origin and in Greek they correspondingly mean wisdom, faith, hope and love.

Sophia was born in a noble family and lived nearby the city Rome. After the death of her husband she devoted herself to God. Being a pious Christian she educated her daughters Pistos, Yelpis and Agapie in Christian spirit. Christian values and ideas were the principles of their life.

A heathen young man fell in love with one of the daughters of Sophia and wished to marry her. However, Sophia rejected the young man saying: “We are Christians and virginity is dearer to us than gold and pearl.” Getting angry the young man complained to the King Adrianos. The king call ed the three young ladies and demanded to offer sacrifice to the idols. Being since childhood educated according to the Christian commandments the sisters opposed to the king and remained unshaken in their faith. Then the king got angry and ordered to behead them.

Sophia buried the bodies of her daughters and prayed God asking to take her soul as soon as possible, so that she would join her beloved daughters. God listened to Sophia’s prayers and Sophia passed away.

When is celebrated

17.07.2008
06.08.2009
29.07.2010
10.02.2011
02.08.2012
25.07.2013
06.02.2014
30.07.2015
21.07.2016
02.02.2017
26.07.2018
07.02.2019
06.08.2020
29.07.2021
03.02.2022
03.08.2023
25.07.2024
06.02.2025
30.07.2026
22.07.2027
03.02.2028
26.07.2029
07.02.2030

ელისე წინასწარმეტყველის ხსენების დღე

ელისე  წინასწარმეტყველის ხსენების დღე

 

ელისე ნიშნავს „ღმერთი ხსნაა“. იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქრისტეშობამდე IX საუკუნეში, იყო წინასწარმეტყველ ელიას მოწაფე და მოქმედებდა მისი სულისკვეთებით.   მოსეს შემდეგ მას მიეწერება   ყველაზე დიდი სასწაულმოქმედებები (სულ 13). მის წინასწარმეტყველებებზე მოგვითხრობს  ძველი   აღთქმის  „სამეფოებიდან“ გ და დ წიგნები. ელისე წინასწარმეტყველი  აგრძელებდა წინასწარმეტყველებას მისი სიკვდილის შემდეგაც კი.   ძველი აღთქმა მოგვითხრობს, ერთი წლის    გარდაცვალების  შემდეგ, წინასწარმეტყველის ძვლების შეხების შედეგად, თუ როგორ აღსდგა მის საფლავში დაკრძალული ადამიანის ცხედარი.

აღნიშნის თარიღი

19.06.2008
09.07.2009
01.07.2010
21.07.2011
05.07.2012
27.06.2013
17.07.2014
02.07.2015
23.06.2016
13.07.2017
28.06.2018
18.07.2019
09.07.2020
01.07.2021
14.07.2022
06.07.2023
27.06.2024
17.07.2025
02.07.2026
24.06.2027
13.07.2028
28.06.2029
18.07.2030

ქრისტეს12 მოციქულისა და წმინდა პავლე - მე-13 მოციქულის ხსენების დღე

ქრისტეს12 მოციქულისა და წმინდა პავლე - მე-13 მოციქულის ხსენების დღე

 

იესო ქრისტეს  რჩეული 12 მოციქული ქრისტეს მოწაფეები და   ქრისტეს მოძღვრების პირველი გამავრცელებლები იყვნენ,   მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს მოწმეები -  პეტრე, ანდრია, იაკობი, იოანე, მათე, ბართლომე, ფილიპე და თომა,   თადეოზი, იაკობი (ალფიანი), სიმონ (კანანელი) და იუდა მოციქულები.   ბოლო მათგანი იყო იესოს მოღალატე. მოგვიანებით ის შეცვალა არჩეულმა მატათია მოციქულმა.   მოციქულებმა იესოს მოძღვრება   უქადაგეს  სხვადასხვა ერებს, "მონათლეს ისინი „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა", რითაც გახდნენ ქრისტეს ეკლესიის დამფუძნებლები.
 ქრისტეს მცნებათა უდიდესი მქადაგებელია წმინდა   პავლე მოციქული, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ აღიარა  მე -13 მოციქულად.   მოციქულთა საქმიანობას ეხება   ბიბლიის წიგნი „მოციქულთა საქმენი“.   პავლე მოციქულის ქადაგების, პიროვნებისა და  მოღვაწეობის ამსახველი  დოკუმენტებია წმინდა პავლე მოციქულის   14 წერილი, დამტკიცებული საეკლესიო თემებისა და ინდივიდუალურ  ქრისტიან პირთა მიერ. სომხური სამოციქულო წმიდა  ეკლესია 12 მოციქულთა  და მე -13 მოციქულად აღიარებული პავლეს ხსენებას აღნიშნავს ერთად,   ფერისცვალებამდე, ერთი კვირით ადრე, ფერისცვალების  ყველიერის   წინა შაბათ დღეს.  სომხური   ეკლესიის კალენდარში არის ასევე მოციქულთა ხსენების ცალკე   დღესასწაულები.

აღნიშნის თარიღი

21.06.2008
11.07.2009
03.07.2010
23.07.2011
07.07.2012
29.06.2013
19.07.2014
04.07.2015
25.06.2016
15.07.2017
30.06.2018
20.07.2019
11.07.2020
03.07.2021
16.07.2022
08.07.2023
29.06.2024
19.07.2025
04.07.2026
26.06.2027
15.07.2028
30.06.2029
20.07.2030

ფერისცვალების მარხვის ბარეკენდანი

ფერისცვალების  მარხვის ბარეკენდანი

 

იესო ქრისტეს   ფერისცვალების - ვარდავარის, დღესასწაულამდე ერთკვირიანი მარხვაა. სომეხთა ეკლესიაში მას ეწოდება ვარდავარის მარხვა. მარხვის ბოლო - შაბათ დღეს ხსნილია, ანუ ამ დღეს ნებადართულია თევზისა და   რძის ნაწარმის მიღება.

When is celebrated

22.06.2008
12.07.2009
04.07.2010
24.07.2011
08.07.2012
30.06.2013
20.07.2014
05.07.2015
26.06.2016
16.07.2017
01.07.2018
21.07.2019
12.07.2020
04.07.2021
17.07.2022
09.07.2023
30.07.2024
20.07.2025
05.07.2026
27.06.2027
17.07.2028
01.07.2029
21.07.2030

ხსენება ძველი კიდობანისა და ახალი წმინდა ეკლესიის დღესასწაული

ხსენება  ძველი კიდობანისა და ახალი წმინდა ეკლესიის დღესასწაული

 

ძველი აღთქმის კიდობანი  ძველი აღთქმის ყველაზე დიდი  სიწმინდეა, სადაც ინახებოდა     ქვის ნატეხები, რომლებზეც 10 მცნება ეწერა, ასევე აარონის კვერთხი და ზეციური საკვები მანანა. ეს კიდობანი სოლომონ მეფემ ტაძრის მშენებლობისას საძირკველში მოაქცია. თუმცა როდესაც ბაბილონელების შემოსევისას ისრაელის სამეფო დაეცა, კიდობანი გაუჩინარდა. თანამედროვე გათხრებმა მისი კვალი ვერ იპოვეს იერუსალიმის ტერიტორიაზე, სოლომონის ტაძრის ადგილას. არის ვერსია, რომ კიდობანი ეთიოპიაშია და მას სამეფო გვარი იცავს. გამოთქვამდნენ ასევე ვარაუდს, რომ ბაბილონელების შემოსევისას კიდობანი უბრალოდ გაქრა.  ქრისტიანული ეკლესიისთვის ის ახალი აღთქმის,, ანუ ქრისტეს ეკლესიის პროტოტიპია, რისთვისაც დაწესებულია ეს დღესასწაული.
დღესასწაული აღინიშნება ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულის წინა შაბათ დღეს.

აღნიშნის თარიღი

28.06.2008
18.07.2009
10.07.2010
30.07.2011
14.07.2012
06.07.2013
26.07.2014
11.07.2015
02.07.2016
22.07.2017
07.07.2018
27.07.2019
18.07.2020
10.07.2021
23.07.2022
15.07.2023
06.07.2024
26.07.2025
11.07.2026
03.07.2027
22.07.2028
07.07.2029
27.07.2030

ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული

ჩვენი უფალი იესო ქრისტეს  ფერისცვალების დღესასწაული

 

მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული  სომხური  სამოციქულო ეკლესიის 5 ძირითად დღესასწაულთაგან ერთია. უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველები იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ   წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როდესაც მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.
სომხური ეკლესია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს  ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს აღდგომიდან   98 დღის შემდეგ, 28 ივნისიდან 1 აგვისტომდე. სომხურ ეკლესიაში ამ დღესასწაულს უწოდებენ ასევე ვარდავარს. ოდითგანვე დაცულია ვარდავარის დღეს წუწაობის ტრადიცია. ფერისცვალების მომდევნო ორშაბათს მიცვალებულთა ხსოვნის დღეა.

აღნიშნის თარიღი

29.06.2008
19.07.2009
11.07.2010
31.07.2011
15.07.2012
07.07.2013
27.07.2014
12.07.2015
03.07.2016
23.07.2017
08.07.2018
28.07.2019
19.07.2020
11.07.2021
24.07.2022
16.07.2023
07.07.2024
27.07.2025
12.07.2026
04.07.2027
23.07.2028
08.07.2029
28.07.2030

ესაია წინასწარმეტყველის ხსენების დღე

ესაია წინასწარმეტყველის ხსენების დღე

 

წმინდა ესაია წინასწარმეტყველი  ძველი აღთქმის ოთხ დიდ    წინასწარმეტყველთაგან პირველია. ესაია  წინასწარმეტყველი დაიბადა და მთელი ცხოვრება გაატარა  იერუსალიმში, იწინასწარმეტყველა  მე -8 საუკუნის შუა ხანებში.  წინასწარმეტყველ  ესაიას უდიდებულესობით და ავტორიტეტით დაწერილი მცნება აქვს - ღვთის, სამართლიანობის,  ცოდვის, რელიგიის და სხვადასხვა საკითხების შესახებ. ჰქონდა  მოქნილი გონება, იყო იერუსალიმის   ოთხ მეფეთა წინამძღვარი.  განუმეორებელი  სტილითა და სულისკვეთებით დაწერილი მისი წიგნი   ძველი და ახალი აღთქმების დამაკავშირებელი რგოლია.   წმინდა  ესაიას უწოდებენ ევანგელურ წინასწარმეტყველს,   მესიის, ანუ  ქრისტეს შესახებ  ყველაზე მეტის წინასწარმეტყველების გამო. მან თავი წარადგინა როგორც  მსახური, უფლისგან გამოგზავნილი, "ღარიბების ქადაგების,   გულით ავადმყოფების განსაკურნად“. შემდგომში ამ  მისიაში უნდა ეხილა იესო ქრისტეს ის პროგრამა, რომლის განსახორციელებლადაც მოევლინა იგი ამ   სამყაროს (ლუკა 4:16-21) .  გადმოცემის თანახმად, კერპთმსახურმა მეფე მანასემ მოისურვა მისი მოკვლა და ბრძანა  დაეჭირათ იგი. ესაია ხის ფუღუროში დაიმალა, მაგრამ მტანჯველებმა იპოვეს, დაუწყეს ხეს ხერხვა და ხესთან ერთად წინასწარმეტყველიც შუაზე გადახერხეს.

აღნიშნის თარიღი

03.07.2008
23.07.2009
15.07.2010
04.08.2011
19.07.2012
11.07.2013
31.07.2014
16.07.2015
07.07.2016
27.07.2017
12.07.2018
01.08.2019
23.07.2020
15.07.2021
28.07.2022
20.07.2023
11.07.2024
31.07.2025
16.07.2026
08.07.2027
27.07.2028
12.07.2029
01.08.2030

წმიდა თადეოზ მოციქულისა და წმინდა სანდუხტ ქალწულის ხსენების დღე

წმიდა თადეოზ მოციქულისა და წმინდა სანდუხტ ქალწულის   ხსენების დღე

 

წმინდა თადეოზ მოციქული   და წმინდა სანდუხტ ქალწული სომეხთა ეკლესიის ყველაზე მნიშვნელოვანი წმიდანთაგანნი არიან, ვინაიდან  მათ  სახელს უკავშირდება სომეხთა განათლების ამბავი. ნეტარმა თადეოზმა მაცხოვარი იხილა და მას დაემოწაფა.  ჩავიდა ედესაშიც და ქრისტიანობაზე მოაქცია მთავარი ავგაროზი, ხალხი და ქურუმები.   მრავალ სასწაულთან ერთად, მან განკურნა   ავგაროზი, შემდეგ კი ედესაში დანიშნა თავისი შემცვლელი, და გაემართა მეფე სანატრუკის სამფლობელოებში. აქ ქრისტიანობაზე მოაქცია   ადგილობრივები და დააფუძნა სომხური წმინდა  სამოციქულო ეკლესია. არტაზის პროვინციაში რომ მივიდა, მოციქული შევიდა მეფის კარზე და მოაქცია მეფის ასული ქალწული სანდუხტი. ეს რომ  მეფე სანატრუკმა შეიტყო, ციხეში ჩასვა  თადეოზ მოციქულიც და ქალწული სანდუხტიც და სასტიკად აწამა ისინი. მოციქულმა თადეოზმა და ქალწულმა სანტუხტმა მოწამებრივად დაასრულეს სიცოცხლე სამეფო  აგარაკზე - დაბა შავარშავანში.   სომეხთა ეკლესია წმინდა თადეოზ მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს ორჯერ: ერთხელ წმიდა ბართლომე მოციქულთან, ხოლო მეორედ წმინდა ქალწულ სანდუხტთან ერთად.

აღნიშნის თარიღი

05.07.2008
25.07.2009
17.07.2010
12.02.2011
21.07.2012
13.07.2013
02.08.2014
18.07.2015
09.07.2016
29.07.2017
14.07.2018
03.08.2019
25.07.2020
17.07.2021
30.07.2022
22.07.2023
13.07.2024
02.08.2025
18.07.2026
10.07.2027
29.07.2028
14.07.2029
03.08.2030

წმინდა კვიპრიანე ეპისკოპოსის და იუსტინე ქალწულის, ევფიმე ქალწულის და 45 მოწმის და ქრისტინე ქალწულის ხსენების დღე

წმინდა კვიპრიანე ეპისკოპოსის და იუსტინე ქალწულის, ევფიმე ქალწულის და 45 მოწმის და ქრისტინე ქალწულის ხსენების დღე

 

წმ. კვიპრიანე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა III-IV საუკუნეებში, ქ. ანტიოქიაში. თავდაპირველად, იგი ეშმაკის მსახური იყო და ჯადოქრობის ძალით მოქმედებდა, თუმცა როდესაც კვიპრიანემ სცნო ეშმაკთა უძლურება, ქრისტეს გზას შეუდგა და მოწამეობრივად დაასრულა ცხოვრება. კვიპრიანემ თავის საქმიანობაში ისეთ მწვერვალებს მიაღწია, რომ ბოროტნი სულნი ხილულად ეცხადებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. ეშმაკთა მეუფე ლუციფერი მას თავის მეგობრად რაცხდა და გარდაცვალების შემდგომ თანამეუფებას პირდებოდა. მაგრამ ყოვლისშემძლე და გულთამხილავი უფალი სულ სხვა მსახურებისათვის ამზადებდა მას.
ერთხელ კვიპრიანესთან თხოვნით მივიდა ერთი წარმართი ყმაწვილი, ვინმე აღლადოსი. მას შეჰყვარებოდა ქრისტეანი ქალწული იუსტინე რომლისაგანაც საპასუხო გრძნობას ვერ ეწია, და ამის გამო შეწევნისათვის კვიპრიანეს მიმართა, ხოლო ეს უკანასკნელი ჯადოქრობით შეეცადა იუსტინეს დამორჩილებას, მაგრამ მისთვის საოცარი რამ მოხდა, გრძნეულებამ არ გაჭრა. რა სახის ბრძოლა არ აღუმართეს წმ. ქალწულს ძლევამოსილ მაგისგან წარგზავნილმა ბოროტმა სულებმა, მაგრამ ამაოდ.  გრძნების ძალით საშინელი სენი შეჰყარა მის ოჯახს და მთელს ქალაქს, მაგრამ აქაც იმძლავრა ქრისტესადმი რწმენამ და ქალწულის მხურვალე ლოცვამ განკურნა ყოველნი. ჯადოქარი არ სცხრებოდა და ახალ-ახალ განსაცდელებს უვლენდა იუსტინეს, მაგრამ ყოველი მისი მანქანება მორიგი მარცხით მთავრდებოდა. უკუქცეულნი და სირცხვილეულნი ეშმაკნი იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ გაევფიმე ქალწულის ოგნებული კვიპრიანეს წინაშე, რომ იუსტინე მათ ჯვრის ძალით ამარცხებდა, რომელსაც ისინი ვითარცა ცეცხლს ისე გაურბოდნენ. და აი, ამ ბრძოლისაგან დაუძლურებულმა კვიპრიანემ სცნო დემონთა უძლურება, ქედი მოიდრიკა წმ. ქალწულის წინაშე და ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად აღიარა.   
სრულიად შესცვალა ცხოვრების წესი კვიპრიანემ. ეშმაკთაგან აღძრული უამრავი განსაცდელი გადაიტანა მოთმინებითა და სინანულით. მკაცრი მოღვაწეობით ცხოვრობდა იგი, რამეთუ უამრავ შეჭირვებათა უდრტვინველად გადატანით სურდა გამოესყიდა წარსული ცოდვები. ამასობაში გარდაიცვალა ქალაქის ეპისკოპოსი, რომლის ნაცვლადაც ხალხმა კვიპრიანე მოითხოვა და რადგანაც ეს ღვთის ნებაც იყო ის ეპისკოპოსად დაიდგინდა. ამ ასპარეზზეც დიდად გამოიჩინა თავი წმიდანმა. მამობრივი მზრუნველობითა და სიყვარულით ექცეოდა იგი თავის სამწსყოს, ხოლო ბრძნული სიტყვის ძალით მრავალთ მოიყვანებდა მართალ სარწმუნოებაზედ.
ჰხედავდა, რა კვიპრიანეს ქრისტესადმი ასეთ ერთგულებას მისი დაღუპვის მოსურნე სატანამ მორიგი განსაცდელი აღუმართა წმიდანს. ეშმაკის მიერ შთაგონებული ზოგიერთი წარმართნი მივიდნენ ქალაქის იმდროინდელ მმართველთან და ცილი დასწამეს კვიპრიანეს იმაში, რომ გმობდა რა წარმართულ ღმერთებს, ამასთანავე თითქოს ის ხალხს მეფისა და სხვა მმართველების წინააღმდეგ ამბოხებისაკენ მოუწოდებდა. ამის გამო ისინი ეპისკოპოსის სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ, რასაც მიაღწიეს კიდეც. კვიპრიანე და იუსტინე შეიპყრეს. მრავალი ტანჯვა გადაიტანეს წმიდანებმა ქრისტეს სარწმუნოებისათვის და უკანასკნელ თავნი წარეკვეთათ. ასე მოწამეობრივად დაასრულა ყოფილმა ჯადოქარმა ამქვეყნიური სიცოცხლე და გვექმნა ჩვენ მეოხად წინაშე ღვთისა.
წმიდა დიდმოწამე ეფემია ქრისტიანული ოჯახის ასული იყო, მთელი ცხოვრება უფალს მიუძღვნა. მან თავის 45 მეგობარ ქალწულებთან ერთად უარი განაცხადა კერპის თაყვანსაცემად გამოხცხადებულიყო. კერპთაყვანისცემას განრიდებულო ქრისტიანი ერთ სახლში შეიკრიბა და უსისხლო მსხვერპლს სწირავდა უფალს. მალე მართლმორწმუნეთა ადგილსამყოფელი გაცხადდა. ისინი შეიპყრეს და მიჰგვარეს პრიკსოსს .  ქალაქის თავი ჯერ პირფერობით ეცადა აღმსარებელთა გადაბირებას, შემდეგ, ცხრამეტი დღის მანძილზე, საშინელი სატანჯველებით აწამა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ, უღონოქმნილმა, იმპერატორ დიოკლეტიანეს   სამსჯავროზე გაგზავნა მარტვილები, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, ეფემია კი თავისთან დატოვა: იმედოვნებდა, რომ, მარტო დარჩენილს, ადვილად დაიმორჩილებდა. კრებულს მოწყვეტილი ქალწული მხურვალედ ევედრებოდა უფალს წინამდებარე ღვაწლში განმტკიცებას.წმიდა ეფემია სხვა მეომრებმა ქურაში შეაგდეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. ღვთის შემწეობით მან კიდევ მრავალ სატანჯველს დააღწია თავი უვნებლად, რასაც მმართველი მარტვილის ჯადოსნობით ხსნიდა. ბოლოს გადაწყვიტეს, უფლის რჩეული ცირკში მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. განაჩენის აღსრულების წინ წმიდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, გაეყვანა ამსოფლიდან. ოთხი ლომი და სამი დათვი მიუშვეს მასზე, მაგრამ ნადირები თვინიერად, კრძალვით მიეახლნენ ნეტარს და   მხოლოდ ერთმა დათვმა უკბინა მას ფეხზე, მცირე წყლული დააჩნია და ეფემიამ სული განუტევა. ზეგარდმო გაისმა: „აღმორბიოდე, გჳრგჳნთმომცემელისა მიმართ, კეთილისა ღუაწლისა მოღუაწე, და აწღა სრბისა აღმასრულებელმან მიიღო ღუაწლთა შენთა მისაგებელი“. უეცრად საშინლად შეირყა მიწა. დამფრთხალი მცველები და მოსეირეები დაიფანტნენ, მშობლებმა აღიღეს ძლევაშემოსილი მარტვილის წმიდა ცხედარი და ქალკედონის მახლობლად პატივით დაფლეს.  
წმიდა მოწამე ქრისტინე ფინიკიიდან იყო, მმართველის ასული. მამა ნეტარს ქურუმად ზრდიდა. მან ქრისტინე საგანგებოდ აგებულ საკერპო შენობაში გამოკეტა და უბრძანა ეკმია კერპებისათვის, მაგრამ იგი შესთხოვდა ერთ ჭეშმარიტ ღმერთს გაეცხადებინა მისთვის საკუთარი თავი. ნეტარის სული თანდათან შეუცნობელ უფლის სიყვარულით აღივსაო. ირგვლივ აღმართული წარმართულ ღვთაებათა ყველა ქანდაკი შემუსრა და ფანჯრიდან გადაყარა, გაყიდა და და თანხა ღარიბებს დაურიგა. ამის გამო იგი სასტიკად აწამეს.

აღნიშნის თარიღი

07.07.2008
27.07.2009
19.07.2010
31.01.2011
23.07.2012
15.07.2013
04.08.2014
20.07.2015
11.07.2016
31.07.2017
16.07.2018
05.08.2019
27.07.2020
19.07.2021
01.08.2022
24.07.2023
15.07.2024
04.08.2025
20.07.2026
12.07.2027
31.07.2028
16.07.2029
05.08.2030

წმიდა ათინოგენი ეპისკოპოსისა და მისი ათი მოწაფის წამების ხსენების დღე

წმიდა ათინოგენი ეპისკოპოსისა და მისი ათი მოწაფის წამების ხსენების დღე

 

წმინდა ათინოგენი ეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ  სებასტიაში, ქრისტიანი მშობლების ოჯახში.   "წმინდანთა ისტორია“ გვიყვება, რომ იგი ლოცვითა და სკიპტრით  ამარცხებს ვეშაპს, რომელიც ავიწროებს ქალაქის მოსახლეობას, სებასტიის მიტროპოლიტის მიერ ინიშნება მცირე ჰაიქის ქალაქ პიტაკტოს ეპისკოპოსად. ის  თავის    10 მოწაფესთან ერთად უარს აცხადებს  კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რის გამოც თავს კვეთენ. წმინდა გრიგოლ განმანათლებელი, რომელიც მეფე ტრდატთან სამსახურის დაწყებამდე დაქორწინებული იყო ათინოგენის დასთან - მარიამთან, კესარიიდან დაბრუნებისას მისი წმინდა ნაწილები, წმინდა ჰოვანეს მკრტიჩის ნაწილებთან ერთად სომხეთში ჩამოაქვს და ასვენებს ტარონის პროვინციის გლაკას მონასტერში.   სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა ათინოგენი ეპისკოპოსის ხსოვნის დღეს სამჯერ აღნიშნავს.

აღნიშნის თარიღი

08.08.2008
28.07.2009
20.07.2010
01.02.2011
24.07.2012
16.07.2013
05.08.2014
21.07.2015
12.07.2016
01.08.2017
17.07.2018
06.08.2019
28.07.2020
20.07.2021
02.08.2022
25.07.2023
16.07.2024
05.08.2025
21.07.2026
13.07.2027
01.08.2028
17.07.2029
06.08.2030

Commemoration of the Holy Forefather

Commemoration of the Holy Forefather

 

The Septuagint (first translation of the Hebrew Old Testament, made into popular Greek before the Christian era, III century B.C.) uses the name “Patriarch” when referring to the forefathers or ancestors of spiritual and lay leaders of the Old Testament. They are:  Adam, Abel, Seth, Enosh, Enoch, Noah, Melchizedek, Abraham, Isaac, Jacob, Joseph, Moses, Aaron, Eliezer, Joshua, Samuel, Samson, Jephthah, Barak, Gideon, and other Holy Patriarchs.

The Church has classified our forefather Adam into the class of saints, confirming the truth that Christ’s saving blood was shed for each and every person, starting from the ancestor of all people.  By means of the salvation of Adam, original sin is redeemed from all who have followed him, who repent, believe and are baptized in the name of the Holy Trinity, thus becoming members of the Church of Christ. 

The word “Ancestor” is also synonymous with “Head of Tribe”.  The Holy Forefathers, as heads of tribes, played a very important role. Many of them lived hundreds of years, and influenced their families and tribal members. Their minds and souls sustained a desire to become closer to divine existence and live a God-pleasing life. Feeling the presence of God, they advised, warned and taught the people to stay away from sinful ways.  Due to their saintly way of life, they continue to be vivid examples for us. The ultimate goal of their lives was the realization of God’s omnipotent will on earth.  Acting as mediators with God, they made relations between God and man closer and more sincere. In our present day and current times, their sacred desire to achieve justice and fairness is a valuable lesson for all.

When is celebrated

10.07.2008
30.07.2009
22.07.2010
03.02.2011
26.07.2012
18.07.2013
07.08.2014
23.07.2015
14.07.2016
03.08.2017
19.07.2018
08.08.2019
30.07.2020
22.07.2021
04.08.2022
27.07.2023
18.07.2024
07.08.2025
23.07.2026
15.07.2027
03.08.2028
19.07.2029
08.08.2030

წმიდა გრიგოლ განმანათლებლის შვილების და შვილიშვილების - არისტაკესის, ვრთანესის, ჰუსიკის, გრიგორისის და დანიელის ხსენების დღე

წმიდა გრიგოლ განმანათლებლის   შვილების და შვილიშვილების - არისტაკესის, ვრთანესის, ჰუსიკის, გრიგორისის და დანიელის ხსენების დღე

 

არისტაკესი გრიგოლ განმანათლებლის უმცროსი ვაჟი  იყო და ძალიან ადრეულ ასაკში  შევიდა სამონასტრო ცხოვრებაში. იგი ხელდასხმულ იქნა  ეპისკოპოსად მამამისის მიერ.   325 წელს მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში. მამის   სიკვდილის შემდეგ გახდა  პატრიარქი. მოკლულ იქნა    333 წელს მეოთხე ჰაიქის არქერაიოს მმართველის მიერ, მისი გამოუსწორებელი ქცევის კრიტიკისათვის, დაკრძალულია დაბა თილში.  
ვრთანესი  განმანათლებლის პირველი ვაჟია. დაოჯახებული იყო, ჰყავდა  ორი შვილი, გრიგორისი და ჰუსიკი. ძმის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა პატრიარქის   ტახტი.  მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ქრისტიანობა იყო დამკვიდრებული როგორც სახელმწიფო რელიგია, მაგრამ ბევრგან ჯერ კიდევ არსებობდა ძველი რწმენა. ამ მიზეზით, ვრთანეს პატრიარქი ყოველწლიურად ტარონში დიდ დღესასწაულს მართავდა    კერპთაყვანისმცემლობის თანდათან აღმოფხვრასათვის.  ვრთანესი გარდაიცვალა 341 წელს, დაკრძალულია დარანაღიაც დაბა თორდანში, განმანათლებლის  წმინდა ნაწილებთან.  
გრიგორისი ვრთანესის უფროსი ვაჟი იყო. იგი მეზობელ   წარმართ  ერებში ქრისტიანობას ავრცელებდა. იგი აწამეს მაზქუთების სანესან მეფის ბრძანებით, რის შემდეგაც დიაკვანებმა იგი დაასვენეს არცახის დაბა ამარასში, სადაც    489 წელს ალბანეთის ვაჩაგან მეფის მეფობის დროს  წმინდანის ნაწილებზე ააგეს სურბ გრიგორ ეკლესია. ჰუსიკი ვრთანესის უმცროსი ვაჟია, დაქორწინებული იყო    ტირან მეფის  ქალიშვილზე, ჰყავდა  ორი შვილი პაპი და  ათანაგინე.   341 წელს იგი არჩეულ იქნა პატრიარქად. ტირანს სურდა ეკლესიაში იულიანეს გამოსახულების განთავსება, რასაც ჰუსიკ პატრიარქი შეეწინააღმდეგა, რის გამოც იგი აწამეს.  დასვენებულია თორდანში. დანიელ ასურელი ეპისკოპოსი ჰისიკ პატრიარქის სიკვდილის შემდეგ მიიწვიეს პატრიარქად, პირველივე შეხვედრაზე მან    მკაცრად გაკიცხა მეფე, ჰუსიკ პატრიარქის მკვლელობისთვის, რის გამოც მეფის ბრძანებით მოკლულ იქნა. მისმა მოწაფეებმა   მისი ცხედარი დაკრძალეს ჰაციაც დრახტ მონასტერში.

აღნიშნის თარიღი

12.07.2008
01.08.2009
24.07.2010
05.02.2011
28.07.2012
20.07.2013
08.02.2014
25.07.2015
16.07.2016
04.02.2017
21.07.2018
09.02.2019
01.08.2020
24.07.2021
05.02.2022
29.07.2023
20.07.2024
08.02.2025
25.07.2026
17.07.2027
05.02.2028
21.07.2029
09.02.2030

წმიდა მაკაბელების - ელეაზარ მღვდლის, შამუნას და მისი 7 ვაჟის ხსენების დრე

წმიდა მაკაბელების - ელეაზარ მღვდლის, შამუნას და მისი 7 ვაჟის ხსენების დრე

 

ძველი აღქმის ამ წმიდანთა წამების შესახებ მოთხრობილი მაკაბელთა მეორე წიგნის ზ და თ თავებში. შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა... ამ ავბედით ჟამს ბევრმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წუხდნენ თანამემამულეთა დაცემისა და გადაგვარების გამო და კვლავ მაცხოვრის მომავალი განკაცების სასოებით ცხოვრობდნენ.       
მაკაბელების მოძღვარი - ოთხმოცდაათი წლის სჯულისმეცნიერი ელეაზარი მათზე ადრე აღესრულა იერუსალიმში. უსჯულოები ნეტარს ნაკერპავი ხორცის ჭამას აიძულებდნენ, ის კი უკან აფურთხებდა აკრძალულ საჭმელს. ახლობლები და მეგობრები სთავაზობდნენ, საკუთარი ხელით დამზადებული ხორცი ეჭამა და თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს ნაკერპავს ღებულობდა; მაგრამ ელეაზარმა უარი განაცხადა - ჩემს ხანდაზმულობას ვერ მოვატყუებ და ახალგაზრდებს ვერ ვაცდუნებო.
მაკაბელი ძმების ღვაწლმა გმირობისთვის აღაფრთოვანა ახოვანი მხედარი იუდა მაკაბელი. იგი სათავეში ჩაუდგა სახალხო აჯანყებას ანტიოქოს ეპიფანეს წინააღმდეგ; ღვთის შეწევნით გამარჯვება მოიპოვა, იერუსალიმი კერპებისაგან გაწმინდა და წარმართთა ზეობას ბოლო მოუღო. უსჯულო ანტიოქოსს საშინელი სასჯელი დაატყდა თავს: იუდეველებზე შურისსაძიებლად განმზადებულს, მთელი სხეული მყრალი ჭრილობებით დაეფარა; აუტანელი ტკივილებით და ბილწი სუნით გაწამებულმა, ცნო ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება, მხურვალედ შესთხოვდა მას შემწეობას, იერუსალიმის ტაძრის შემკობას, იუდეური სჯულის მიღებას და მთელს თავის სამფლობელოში მის გავრცელებას აღუთქვამდა, მაგრამ ზეცათა მეუფემ არ შეიწირა სინანულის გარეშე, ცრურწმენაზე დაფუძნებული ვედრება და სირიის მრისხანე მბრძანებელს უცხოობასა და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.
მაკაბელი ძმების, მათი დედისა და მოძღვრის მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ მაკაბელთა მეორე წიგნი გვაწვდის ცნობებს. ნეტარ მარტვილებს სახოტბო სიტყვები უძღვნეს ეკლესიის დიდმა მამებმა: კვიპრიანე კართაგენელმა, ამბროსი მედიოლანელმა, გრიგოლ ნაზიანზელმა და იოანე ოქროპირმა.

აღნიშნის თარიღი

14.07.2008
03.08.2009
26.07.2010
07.02.2011
30.07.2012
22.07.2013
03.02.2014
27.07.2015
18.07.2016
30.01.2017
23.07.2018
04.02.2019
03.08.2020
26.07.2021
31.01.2022
31.07.2023
22.07.2024
03.02.2025
27.07.2026
19.07.2027
31.01.2028
23.07.2029
04.02.2030

ძველი აღქმის ამ წმიდანთა წამების შესახებ მოთხრობილი მაკაბელთა მეორე წიგნის და თავებში. შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა... ამ ავბედით ჟამს ბევრმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წუხდნენ თანამემამულეთა დაცემისა და გადაგვარების გამო და კვლავ მაცხოვრის მომავალი განკაცების სასოებით ცხოვრობდნენ.      

მაკაბელების მოძღვარი - ოთხმოცდაათი წლის სჯულისმეცნიერი ელეაზარი მათზე ადრე აღესრულა იერუსალიმში. უსჯულოები ნეტარს ნაკერპავი ხორცის ჭამას აიძულებდნენ, ის კი უკან აფურთხებდა აკრძალულ საჭმელს. ახლობლები და მეგობრები სთავაზობდნენ, საკუთარი ხელით დამზადებული ხორცი ეჭამა და თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს ნაკერპავს ღებულობდა; მაგრამ ელეაზარმა უარი განაცხადა - ჩემს ხანდაზმულობას ვერ მოვატყუებ და ახალგაზრდებს ვერ ვაცდუნებო.

მაკაბელი ძმების ღვაწლმა გმირობისთვის აღაფრთოვანა ახოვანი მხედარი იუდა მაკაბელი. იგი სათავეში ჩაუდგა სახალხო აჯანყებას ანტიოქოს ეპიფანეს წინააღმდეგ; ღვთის შეწევნით გამარჯვება მოიპოვა, იერუსალიმი კერპებისაგან გაწმინდა და წარმართთა ზეობას ბოლო მოუღო. უსჯულო ანტიოქოსს საშინელი სასჯელი დაატყდა თავს: იუდეველებზე შურისსაძიებლად განმზადებულს, მთელი სხეული მყრალი ჭრილობებით დაეფარა; აუტანელი ტკივილებით და ბილწი სუნით გაწამებულმა, ცნო ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება, მხურვალედ შესთხოვდა მას შემწეობას, იერუსალიმის ტაძრის შემკობას, იუდეური სჯულის მიღებას და მთელს თავის სამფლობელოში მის გავრცელებას აღუთქვამდა, მაგრამ ზეცათა მეუფემ არ შეიწირა სინანულის გარეშე, ცრურწმენაზე დაფუძნებული ვედრება და სირიის მრისხანე მბრძანებელს უცხოობასა და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.

მაკაბელი ძმების, მათი დედისა და მოძღვრის მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ მაკაბელთა მეორე წიგნი გვაწვდის ცნობებს. ნეტარ მარტვილებს სახოტბო სიტყვები უძღვნეს ეკლესიის დიდმა მამებმა: კვიპრიანე კართაგენელმა, ამბროსი მედიოლანელმა, გრიგოლ ნაზიანზელმა და იოანე ოქროპირმა.

12 წმინდა წინასწარმეტყველების - ოსიას, იოილის, ამოსის, ავდიას, იონას, მიქას, ნაუმის, ამბაკუმის, სოფონის, ავგიას, ზაქარიას და მალაქიას ხსენების დღე

12 წმინდა წინასწარმეტყველების - ოსიას, იოილის, ამოსის, ავდიას, იონას, მიქას, ნაუმის, ამბაკუმის, სოფონის, ავგიას, ზაქარიას და მალაქიას ხსენების დღე

 

წინასწარმეტყველნი - განსაკუთრებული, მომავლის წინასწარმჭვრეტი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები. ეს ნიჭი ღვთის ნებით ეძლევათ განსაკუთრებული სიწმინდითა და ღვთისმოსავობით გამორჩეულ ადამიანებს. ძველ აღთქმაში არსებობს 4 დიდი და 12 მცირე წინასწარმეტყველი; მათი წიგნებიდან დიდებს ეკუთვნის: ესაია, იერემია, იეზეკიელი და დანიელი. მცირეებია: ოსია, იოილი, ამოსი, ავდია, იონა, მიქა, ნაუმი, ამბაკუმი, სოფონი, ავგია, ზაქარია და მალაქია. წინასწარმეტყველთა წიგნებს იესო ქრისტე აყენებდა მოსეს კანონების გვერდზე. ახალ აღთქმაში წინასწარმეტყველურ წიგნად ითვლება იოანეს გამოცხადება.   
სახელი ოსია გადარჩენას, გადამრჩენელს, შემწეს ნიშნავს. წიგნის მიხედვით, წინასწარმეტყველის მამას ბეერი ერქვა. ოსია ისრაელის სამეფოს მკვიდრია და ამავე სამეფოში წინასწარმეტყველებდა. წმ. ეფრემ ასურის ცნობით, იგი ქ. ბელმოთიდან ყოფილა (დასახელებული ქალაქი ისაქარის შტოს ეკუთვნოდა).
ოსიას წიგნზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ მან საკუთარი მოღვაწეობა იერობოამ II\ის მეფობისას დაიწყო (იერობოამ II ისრაელში მეფობდა 787\746 წწ.) და მომდევნო პერიოდით გაგრძელდა.
ისრაელისთვის სწორედ იერობოამის შემდგომი დრო გამოდგა უმძიმესი, რადგან თუ ხსენებული მეფის მოღვაწეობისას ჩრდილოეთის სამეფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია, მისი გარდაცვალებისთანავე უდიდესი შინაარეულობა დაიწყო და წინასწარმეტყველს ამ ურთულეს ეპოქაში მოუწია მოღვაწაება (იერობოამ II\ის გარდაცვალების შემდეგ მისი ძე ზაქარია გამეფდა, რომელიც ექვსი თვის თავზე სელუმის მიერ იქნა მოკლული; ეს უკანასკვნელი ერთ თვეში მენახემის მორიგ აჯანყებას შეეწირა. ტახტის ახალი მემკვიდრის შვილს \ ფეკახიას მცირე დროის შემდეგ სამეფო უფლებები ჩამოართვეს. მისი მონაცვლე ფეკახი ტრაგიკულ აღსასრულს იზიარებს და ხელისუფლების სათავეში ისრაელის ბოლო მეფე ჰოშეაყი მოდის. სწორედ მის დროს დაეცა ჩრდილოეთის სახელმწიფო. ისრაელში სამეფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით სისხლისმღვრელი დაპირისპირებები თვით ამ სამეფოს გაუქმებამდე არ შემწყდარა).
(ნეტარი იერონიმე: წმინდა წერილში მრავალი ისეთი წიგნია, რომელიც საკმაოდ ძნელად განიმარტება. მათ რიცხვს ოსიას წინასწარმეტყველებაც განეკუთვნება.
ქრისტეს შობამდე VIII საუკუნეში მოღვაწეობდა წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი, მესამე 12 მცირე წინასწარმეტყველთაგან. ამ პერიოდში ებრაელი ხალხი ორ სამეფოდ იყო გაყოფილი: იუდეველთა და ისრაელის სამეფოებად. იუდეას მართავდა მეფე ოზია, ხოლო ისრაელის სამეფოს - იერობოამ II კერპთაყვანისმცემელი. ბეთილში მისი ბრძანებით აღიმართა კერპი, რომელსაც ოქროს ხბოს სახე ჰქონდა და თაყვანს სცემდნენ ჭეშმარიტი ღმერთისგან განდგომილი ებრაელები.
 წინასწარმეტყველი ამოსი იუდეაში ცხოვრობდა. იგი უბრალო და უსწავლელი მწყემსი, მაგრამ მხურვალე რწმენით აღსავსე ადამიანი გახლდათ. ამიტომაც ამოირჩია იგი უფალმა თავის წინასწარმეტყველად და ისრაელის სამეფოში გაგზავნა ურჯულო მეფის იერობოამისა და ღვთისგან განდგომილთა სამხილებლად. წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი დიდ უბედურებებს უწინასწარმეტყველებდა ისრაელის სამეფოს და მასში მცხოვრებ წარმართებს, ურწმუნოებისათვის. ამის გამო მრავალჯერ უხდებოდა გვემისა და დევნის დათმენა, მაგრამ იგი კვლავ უბრუნდებოდა ბეთილს, ისრაელებს მოწევნილ რისხვას მოაგონებდა და სინანულისკენ მოუწოდებდა. წინასწარმეტყველი განსაკუთრებით სძულდა საკერპოს ქურუმს, ამასიას. ამოსმა კერპთმსახურსა და მთელ მის სახლეულს აღსასრულის მოახლოება უწინასწარმეტყველა. ამასიას ვაჟმა, ოზიამ წმიდანს ხელკეტი ჩასცხო თავში და სასიკვდილოდ დაჭრა. სულთმობრძავმა წინასწარმეტყველმა გაჭირვებით მიაღწია მშობლიურ სოფელს და იქ გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 783 წელს.
წინასწარმეტყველი მიქია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი იერუსალიმის სამხრეთით, ქალაქ მორათში დაიბადა, რის გამოც მორათელს უწოდებენ. წინასწარმეტყველური მსახურება ნეტარმა ქრისტეს შობამდე 778 წელს დაიწყო და ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს მოღვაწეობდა. მისი მხილებანი და წინასწარმეტყველებანი ეხებოდა როგორც იუდეას, ისე ისრაელსაც. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა ის უბედურებანი, რომელიც დაატყდებოდა თავს ისრაელის სამეფოს მისი დანგრევის შემდეგ და იუდეას - ასურეთის მეფის, სენაქერიმის თავდასხმის ჟამს. მიქიას ეკუთვნის წინასწარმეტყველება მაცხოვრის შობის შესახებ. ნეტარის ნაწილები ქრისტეს აქეთ IV საუკუნეში იქნა აღმოყვანებული ბარათსატიაში, მას შემდეგ, რაც უფალმა ელეფთეროპოლელ ეპისკოპოს ზევინს სასწაულებრივ ხილვაში განუცხადა წინასწარმეტყველის განსასვენებელი.  
მიდა წინასწარმეტყველი ამბაკუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, სვიმეონის ტომიდან იყო და მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 650 წელს.
წმიდა ამბაკუმმა იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, ბაბილონის ტყვეობა და ტყვექმნილი ებრაელების დაბრუნება სამშობლოში. ბაბილონელებთან ომის დროს წინასწარმეტყველი არაბეთში გაიხიზნა, სადაც ამგვარი სასწაული გადახდა: ერთხელ, როცა მომკალებისთვის სადილი მიჰქონდა, მას უფლის ანგელოზი შეხვდა და ამბაკუმი უცებ ბაბილონში აღმოჩნდა, სადაც იმ დროს უღმრთოებს დანიელ წინასწარმეტყველი საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული. ბაბილონელებთან ომის დამთავრების შემდეგ წმიდა ამბაკუმი სამშობლოში დაბრუნდა და ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. წმიდა თეოდოსი უმცროსის (408-450) ზეობისას აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
წმიდა მოწამე მიროპია დაიბადა ქალაქ ეფესოში. მას მამა ადრე გარდაეცვალა და დედამ ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა.
 ზაქარია ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როდესაც უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისაკენ მოუწოდა და არაამქვეყნიური სახილველების ჭვრეტის ღირსი გახადა. სწორედ ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნშია განცხადებული მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი მოვლენები, მისი დიდებით შესვლა იერუსალიმში , უფლის 30 ვერცხლად გაყიდვა და ამ საზღაურით მეკეცის მიწის შესყიდვა, მაცხოვრის გვერდის განგმირვა , მოციქულთა გაფანტვა გეთსემანიის ბაღში , მზის დაბნელება მაცხოვრის ჯვარზე ვნების დროს. გადმოცემის მიხედვით, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა — ზაქარიამ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. იგი იერუსალიმის მახლობლად დაკრძალეს თავის დიდ თანამედროვე და თანამოსაგრე ანგიასთან ერთად. ზაქარია წინასწარმეტყველს „მანგლისმხილველს“ ვუწოდებთ, რადგან მან ჩვენებით იხილა მანგალივით მოდრეკილი გრაგნილი, რომელიც რისხვის მომასწავლებლად ფრინავდა ჰაერში.

აღნიშნის თარიღი

15.07.2008
04.08.2009
27.07.2010
08.02.2011
31.07.2012
23.07.2013
04.02.2014
28.07.2015
19.07.2016
31.01.2017
24.07.2018
05.02.2019
04.08.2020
29.07.2021
01.02.2022
01.08.2023
23.07.2024
04.02.2025
30.07.2026
20.07.2027
01.02.2028
24.07.2029
05.02.2030

Commemoration of Patriarchs St. Athanasius and St. Cyril of Alexandria

Commemoration of Patriarchs St. Athanasius and St. Cyril of Alexandria

 

Patriarchs St. Athanasius and St. Cyril are among the most prominent figures of the Universal Church, who devoted their lives to the promulgation of the orthodoxy of Christianity, and the struggle against false conceptions and erroneous teachings.

St. Athanasius (295-373 A.D.) was born in Alexandria, to a Greek Christian family.  He received his higher education in the famous Theological School of Alexandria.  He was ordained to the diaconate by Patriarch Alexander of Alexandria, and participated in the Ecumenical Council of Nicea in 325, as the Patriarch’s personal secretary. During the council he decisively defeated Arius and his followers who denied the Divine nature of Christ and purported that He was a created being.  In his argument St. Athanasius stated the reality of Christ being God and explained the salvation in combining the human nature of Jesus with God, which is possible only through His incarnation. According to the formulation of St. Athanasius, salvation is nothing else but theosis – being adopted by God. Athanasius stated that God became incarnate, “so that sons of mortal men should become sons of God.”

In 328, St. Athanasius became Bishop of Alexandria. He continued to struggle against Arianism and forcefully defended the Nicene Orthodox teaching. Having been subjected to repeated persecutions, he spent 15 of his 47-year episcopal service in exile. His heroic efforts bore fruit, and eight years following his death his teachings were adopted by the Ecumenical Council of Constantinople, in 381. St. Athanasius made very significant contributions to the development of monastic life as well.

Patriarch St. Cyril of Alexandria is one of the brilliant representatives of the Alexandrian Theological School. He was born in 380, and was the nephew of Patriarch Theophilus, whom he succeeded in 412. He struggled against Nestorius, the Patriarch of Constantinople, for the preservation of orthodox teaching. It was for this purpose that Emperor Theodoros II convened the Third Ecumenical Council in Ephesus, in 431. During the Council, Nestorius and his teachings were criticized and condemned, and the formulation of “Theotokos” (Birthgiver to God) was adopted by the Church as it related to St. Mary. The famous formulation of St. Cyril: “The one incarnate nature of God the Word”, has become the cornerstone of the Armenian Church regarding the nature of Christ.

When is celebrated

26.07.2008
24.01.2009
23.01.2010
22.01.2011
21.01.2012
27.07.2013
25.01.2014
01.08.2015
23.07.2016
21.01.2017
28.07.2018
26.01.2019
25.01.2020
23.01.2021
22.01.2022
21.01.2023
27.06.2024
25.01.2025
01.08.2026
31.07.2027
22.01.2028
28.07.2029
26.01.2030

წმინდა ანტონი განდეგილის ხსოვნის დღე

წმინდა ანტონი განდეგილის ხსოვნის დღე

 

წმინდანად წოდებული ქრისტიანი განდეგილი. დაიბადა შეძლებული ქრისტიანი კოპტის ოჯახში. ქონება გლახაკებს დაურიგა და 20 წლისა უდაბნოშიწითელი ზღვის ახლოს დასახლდა. ქრისტიანული ეკლესია ანტონი დიდს მონაზვნური ცხოვრების ფუძემდებლად მიიჩნევს. მას უწოდებენმონაზვნების მამას”. ითვლება შინაური პირუტყვების მფარველად.

წმინდა ანტონი დიდი ეგვიპტის სოფელ კომაში მცხოვრები დიდგვაროვანი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა 251 წელს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი თავისი სოფლის მახლობლად ერთ ქოხში დაეყუდა და მოსაგრე ცხოვრება დაიწყო. ანტონი საკუთარი შრომის ნაყოფით ირჩენდა თავს და მოწყალებასაც გასცემდა. ცდილობდა, გულმოდგინედ აღესრულებინა უფლის მცნებები, „რამეთუ ისმენნ იგი წიგნთა, სადა ყოველივე წერილი არა დავარდებოდა მისგან, არამედ დაისწავებდა ზეპირით”. დროდადრო ანტონი სხვა ბერებთანაც მიდიოდა სულიერი გამოცდილების მისაღებად და ცდილობდა, ყოველგვარ სათნოებათა შესაკრებელი შექმნილიყო. იგი სიხარულს ჰგვრიდა ყველას, არავის აწუხებდა. სოფლელებს და მეგობრებსაც უყვარდათ ღვთისმოყვარე მამა, „რომელნიმე ვითარცა შვილსა, რომელნიმე ვითარცა ძმასა მოიკითხვიდა“. კეთილმოძულე და მოშურნე ეშმაკმა ფიცხელი ბრძოლა დაუწყო მასსაშინელ განსაცდელებს ატეხდა თავს.

ღირსმა ანტონიმ 85 წელი დაჰყო უდაბნოში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან მოუწოდა ძმებს და ასე დამოძღვრა ისინი: „ისწრაფდით უფროჲსღა მიახლებად მარადის თავთა თქუენთა უფალსა და მერმე წმიდათა მისთა, რაჲთა სიკუდილისა შემდგომად საუკუნეთა მათ საყოფელთა, ვითარცა მეგობართა და მეცნიერთა, შეგიწყნარნენ თქუენ მათცა”. შემდეგ ანტონიმ ითხოვა, მისი გვამი იქვე უდაბნოში დაეფლათ და არ მოეწყოთ მისი დიდებული გადასვენება ალექსანდრიაში. ღირსი ანტონი მშვიდობით მიიცვალა 357 წელს, 105 წლის ასაკში. მისი ნეშტი ორმა მოწაფემ, მოძღვრის ანდერძისამებრ, უდაბნოში, ერთ განკრძალულ ადგილას მიაბარა მიწას.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს განდეგილებს და აქვს მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღესასწაულები.

აღნიშნის თარიღი

21.07.2008
19.01.2009
18.01.2010
18.01.2011
17.01.2012
17.01.2013
18.01.2014
19.01.2015
25.07.2016
17.01.2017
18.01.2018
17.01.2019
18.01.2020
18.01.2021
18.01.2022
17.01.2023
18.01.2024
18.01.2025
19.01.2026
24.07.2027
18.01.2028
18.01.2029
17.01.2030