2013 წლის 17-18 ოქტომბერს, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი „ჰაიარტუნმა“, „ფეხბურთი რასიზმის წინააღმდეგ ევროპაში“ ქსელთან თანამშრომლობით, მოაწყო საფეხბურთო ტურნირი ჰაიარტუნის თასის მოსაპოვებლად. ტურნირი მოეწყო ევროპული პროგრამის „ფეხბურთის ხალხი რასიზმის წინააღმდეგ ევროპაში - 2013“ ფარგლებში.
|
დაწვრილებით...
|
|
2013 წლის 18 ოქტომბერს საქართელოს საპრეზიდენტო კანდიდატი - შალვა ნათელაშვილი სტუმრობდა კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრ „ჰაიარტუნს“, სადაც იგი შეხვდა საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს. ქალბატონი ნინო ბურჯანაძის შემდეგ, ბატონი შალვა იყო მეორე საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც საკუთარი საარჩევნო კამპანიის კონტექსტში შეხვდა სომხურ სათვისტომოს, „ჰაიარტნის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა-დისკუსიების ციკლის ფარგლებში.
|
დაწვრილებით...
|
15 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა ხალხური საკრავის, დოლის, კლასის საზეიმო გახსნა. სრ დიასპორის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელშეწყობით, 7-15 წლის ასაკის თბილისელ სომეხ ახალგაზრდებს შეუძლიათ შეისწავლონ სომხური ხალხურ საკრავზე - დოლზე, დაკვრის ოსტატობა.
|
დაწვრილებით...
|
13 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედ „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, რუბრიკით „სომხური რენესანსი: შუა საუკუნეების ლიტერატურა და მუსიკა“, რომელიც ორგანიზებული იყო თბილისის სომეხი ინტელიგენციის კავშირის და თბილისის სომეხთა ასამბლეის მიერ, საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედ „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით და მიეძღვნა მთარგმნელთა დღეს.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო დასის, თანამდებობის პირთა, მორწმუნეთა, შემოქმედებით კავშირთა და სათემო სტრუქტურათა სახელით ვულოცავთ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსს არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანს, არქიმანდიტრობის ოთხი ხარისხის მიღებას.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 221 222 223 224 225 226 227 228 229 230 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 228, სულ 280 |