სომხური სამოციქულო ეკლესია ტრადიციისა და სახარებისეული გათვლების ერთგული რჩება და 6 იანვარს ერთად იხდის იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს.
სომხები შობასა და ნათლისღებას ზეიმობენ 5 იანვრის საღამოს, ვინაიდან საეკლესიო დღე იცვლება საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ - 17:00 საათიდან.
|
დაწვრილებით...
|
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზი ზამთრის ტყეს დამსგავსებოდა, „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები კი, მათი საინტერესო ფორმებით, ზამთრის სიცივეში მცხოვრებ ტყის „ცხოველებად“ იყვნენ ქცეულნი. და აი ამ ტყეში პატარები უნდა დახვედროდნენ თოვლის ბაბუას, რომელიც მათთან საშობაო საჩუქრებითა და საახალწლო მოლოცვებით უნდა მოსულიყო.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში მორიგი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო ანსამბლი 26 დეკემბერს წარსდგა საანგარიშო კონცერტით.
საბავშვო ანსამბლი ჩამოყალიბდა „ჰაიარტუნ“ ცენტრის დაარსებასთან ერთად. ღვაწლმოსილი ქორმაისტერის - მარია აბულიანის ეფექტური ხელმძღვანელობით და პიანისტ კარენ მირზოიანის აკომპანემენტით 8-15 წლის ვაჟები და გოგონები სწავლობენ ჩვენს კლასიკურ და ხალხურ სიმღერებს, ეუფლებიან საშემსრულებლო ხელოვნებას და ნიჭიერად წარმოადგენენ სომხურ საგუნდო ხელოვნებას სხვადასხვა სცენებზე როგორც თბილისში, ასევე სომხეთის რესპუბლიკაში.
|
დაწვრილებით...
|
21 დეკემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა მორიგი ღონისძიება, რომელიც, „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, ინიცირებული იყო საქართველოს „შუშანიკ“ ქალთა კავშირის (თავმჯდომარე: სუსანა ხაჩატრიანი) და ცენტრის ესთეტიკური აღზრდის ჯგუფის (პედაგოგი: თამარ სულხანიშვილი) მიერ. ლამაზად მორთული დარბაზი დამსწრეებს ჰპირდებოდა საინტერესო სიურპრიზებს. კედლებზე გაკრული იყო ცენტრის ესთეტიკური აღზრდის ჯგუფის აღსაზრდელთა ფანტაზიით შექმნილი ნახატები, დარბაზის ცენტრში კი მოთავსებული იყო კონკურს-ფესტივალის მონაწილეთა მიერ დამზადებული ხელნაკეთობები.
|
დაწვრილებით...
|
21 დეკემბერს საქართველოს სოემხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სამცხე ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის, მარნეულის რაიონისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის მღვდელ მოვსეს აშურიანისა და სამღვდელოების მონაწილეობით, აკურთხა მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია. კურთხევის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს სომეხ მხატვართა გაერთიანების თავმჯდომარე მერუჟან შაუმიანი, გარი დავთიანის სახელობის თოჯინების კულტურის სახლის დირექტორი ჟანა დავთიანი, ქველმოქმედი მიქაელ არაბაჯიანი, ბიზნესმენი რაფაელ აღაჯანიანი, დაბა შაუმიანის საკრებულოს წევრი ედუარდ გასპარიანი, ადგილობრივი საჯარო სკოლის დირექტორი არტიუშ ურუმიანი, სოფელ კარმირის სკოლის დირექტორი ჰმაიაკ საიადიანი და სხვები.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 221 222 223 224 225 226 227 228 229 230 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 221, სულ 280 |