1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ჰაიარტუნ“ ცენტრის " სურბ ნერსეს შნორჰალი“ და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის „აღბიურ“ მოზარდთა გუნდები დაბრუნდნენ „კომიტას ვარდაპეტ“ ყოველთა სომეხთა ფესტივალიდან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

komitasi pharaton 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრი " სურბ ნერსეს შნორჰალი“ მოზარდთა გუნდმა (ხელმძღვანელი: მარა აბულიანი) და ცენტრის სოლისტმა ანი ღუშჩიანმა (სამხატვრო ხელმძღვანელი:პაველ ოგანეზოვი ) მონაწილეობა მიიღეს „კომიტას ვარდაპეტ“ ყოველთა სომეხთა ფესტივალში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის გუნდი „აღბიურ“, რუზანა ჰოვანისიანის ხელმძღვანელობით.

დაწვრილებით...
 
დამშვიდობება არქივისტ სარგის დარჩინიანთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

sargis darjinyan 

5 ოქტომბერს თბილისში გაიმართა ღვაწლმოსილი არქივისტის, თბილისში ცნობილი არქიტექტორის, საქართველოს სომხური ისტორიული ძეგლების მკვლევარისა და დიდი მცოდნის სარგის (სერგო) დარჩინიანის დაკრძალვის ცერემონია.

დაწვრილებით...
 
სომხეთის მწერალთა კავშირის ცხონებული თავმჯდომარის, მწერლის, პუბლიცისტის, სრ კულტურის დამსახურებული მოღვაწის, მრავალი პრემიის ლაურეატის ლევონ ანანიანის ხსოვნის საღამო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

L 1 

ამა წლის 29 სექტემბრის საღამოს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან მოქმედ „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის ხალხმრავალ დარბაზში, „ჰაიარტუნ“ ცენტრისა და „კამურჯ“ ლიტერატურულ- კულტურული საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინიციატივით შედგა ლევონ ანანიანის ხსოვნის საღამო.

დაწვრილებით...
 
თბილისში ხალხური სიმღერის კიდევ ერთი დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0798 

25 სექტემბერს თბილისის Arthall საკონცერტ დარბაზში შედგა კონცერტი, სრ ტელეკომპანია „შანთის“ " სახალხო მომღერალი“ და „დუდუკის რჩეულები“ პროექტების გამარჯვებული და მონაწლე ნიჭიერ მომღერლებისა და მუსიკალური საკრავების შემსრულებელთა მონაწილეობით. საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ასევე ხალხური სიმღერებიდღესასწაული იყო, მიეძღვნა საიათნოვას 300 წლის იუბილე. კონცერტის მიზანია სომხეთს გარეთ სომხებით დასახლებულ პუნქტებში სომხური ხალხური სიმღერისა და მუსიკის გაჟღერება. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და წალკაში გამართული საქველმოქმედო კონცერტების შემდეგ, ჯგუფის მომდევნო გაჩერება თბილისი იყო. კონცერტი გაიმართა სრ დიასპორის სამინისტროს ეგიდით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, „ჰაიარტუნ“ ცენტრის და სამეურვეო საბჭოს წევრის ქველმოქმედი სოს სააკიანის მხარდაჭერით. კონცერტს ესწრებოდნენ სრ დიასპორის სამინისტროს დსთ ქვეყნების კავკასიის რეგიონის სომხურ სათვისტომოებთან ურთიერთობების სამმართველოს გამგე ტარონ შაგოიანი, საქართველოში სრ საელჩო მრჩეველი ლევონ თორგომიანი, თბილისის სომხური საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

დაწვრილებით...
 
სასტიკად მოკლული გურგენ მარგარიანის სულის მოსახენიებელი პანაშვიდი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Gurgen-Margaryan 

26 სექტემბერ აზერბაიჯანელი ჯალათის მიერ უნგრეთში ცულით სასტიკად მოკლული ეთნიკურად სომეხი ოფიცრის გურგენ მარგარიანის დაბადების დღეა. თავისი ხალხის ნამდვილი შვილი სულმდაბალი მკვლელი მსხვერპლი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომეხი იყო. ახალგაზრდა ოფიცრის ხსოვნას მიეძღვნა მის დაბადების დღეს თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში ჩატარებული პანაშვიდი. ცერემონიის დასრულების შემდეგ სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის კანდელაკმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა ისაუბრა სომეხი სამხედრო მოსამსახურის გურგენ მარგარიანის სასტიკი წამების შესახებ, რისი მიზეზი მხოლოდ ეროვნული კუთვნილება იყო. სულისრმა მამამ ისაუბრა ასევე ქრისტიანობის იმ მცნებებზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა სომეხი ერი, თავისი შვილების მოწოდებით - არ კაც-ჰკლა: ჯალათს ცულის დარტყმით კი არ უნდა უპასუხო, არამედ დაელოდო, რომ უფალმა განსაჯოს იგი, რაც აუცილებლად აღსრულდება.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 221 222 223 224 225 226 227 228 229 230 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 230, სულ 280