1geo

fb you od

დამშვიდობება არქივისტ სარგის დარჩინიანთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

sargis darjinyan 

5 ოქტომბერს თბილისში გაიმართა ღვაწლმოსილი არქივისტის, თბილისში ცნობილი არქიტექტორის, საქართველოს სომხური ისტორიული ძეგლების მკვლევარისა და დიდი მცოდნის სარგის (სერგო) დარჩინიანის დაკრძალვის ცერემონია.

დილიდან თბილისელი სომხები ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში ემშვიდობებოდნენ ერის საუკეთესო შვილს, რომელმაც მისი შეგნებული ცხოვრების 40 წლი მიუძღვნა საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში სომხურ კვალშეწავლას და შექმნა მეცნიერულად დასაბუთებული, მტკიცებულებებზე აგებული და ფოტომასალებით დამტკიცებული მრავალფეროვანი არქივი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის საპატიო ხელმძღვანელობით მიცვალებულს წესი აუგეს, ცერემონიის დასასრულს წინამძღვარმა დალოცა დამსწრენი და გაიზიარა მათი მწუხარება, მიმართა მგლოვიარე თბილისელ სომხებს, ვინც დაკარგა ერის ერთგული წევრი. შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედი „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა წაიკითხა სრ დიასპორის მინისტრის ჰრანუშ ჰაკობიანის დეპეშა, რომლითაც მინისტრი გამოთქვამდა ღრმა მწუხარებას, სარგის დარჩინიანის გარდაცვალების გამო.

თბილისელმა სომხებმა სარგის დარჩინიანის ცხედარი ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიიდან ფეხით გადაასვენეს სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში, სადაც გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდნენ თბილისის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სარგის დარჩინიანის ნაცნობები და მისი საქმის დამფასებლები.

დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ ერის ერთგულმა შვილმა, ღვაწლმოსილმა არქივისტმა სარგის დარჩინიანმა მარადიული სასუფეველი დაიმკვიდრა ერის დიდებულთა გვერდით. ცხონებული სარგის დარჩინიანის მთელი ავადმყოფობის პერიოდში მისი მეურვეობა და დაკრძალვასთან დაკავშირებული მოვალეობა მთელი პასუხისმგებლობით იკისრა საქართველოს სომეხთა ეპარქიამ.

sargis darjinyan2  sargis darjinyan3 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)