23 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის, არაკოვასა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის მღვდელ თადეოს ტერ- მკრტჩიანის, მღვდელ ტათევ მარუქიანისა და მღვდელ ტიგრან მხითარიანის მონაწილეობით, ხელახლა აკურთხა ახალქალაქის რაიონის სოფელ ალათუმანის „სურბ ერორდუთიუნ“ ეკლესია და ეკლესიის ეზოში აღმართული ხაჩქარი. ეკლესიის ხელახალი კურთხევის წესის შესრულების შემდეგ მღვდელმა თადეოს ტერ-მკრტჩიანმა აღავლინა წმიდა და უკვდავი წირვა.
|
დაწვრილებით...
|
|
23 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა კლასიკური მუსიკის კონცერტ-ლექცია. ღონისძიება ინიცირებული იყო საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის მიერ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით. ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ადგილები ეკავათ სხვადასხვა ერების მუსიკოსებს, ოპერის მომღერლებს, კლასიკური მუსიკის სპეციალისტებს. საღამო ასევე შემოქმედებითი იყო, ვინაიდან ის მიმდინარეობდა ცნობილი პიანისტის, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ ვიტალი ქამალოვის მშვენიერი საფორტეპიანო შესრულებების თანხლებით.
|
დაწვრილებით...
|
20 ნოემბერს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (საქართველო) წევრები ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრს. ასოციაციის წევრების - საქართველოში სრ ელჩის მეუღლის ქალბატონ არმინე მანუკიანისა და ელჩის მოადგილის მეუღლის ლუსინე აფიანის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირთან თანამშრომლობით, ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, მოეწყო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის ხელმძღვანელი საბჭოს თავმჯდომარე მართა ფერერ ლიუბექი, საბჭოს წევრები - ნანა დვალი, გვანცა ჟურული, ბენგიუ აქჩარდაქ ქიუჩუქი, ასოციაციის სხვა წევრები.
|
დაწვრილებით...
|
2013 წლის 14-15 ნოემბერს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ ლეონ მელიქსეთ-ბეგის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. ღონისძიების ინიციატორი იყო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.
|
დაწვრილებით...
|
18 ნოემბერს ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის „პურპიკ“ თოჯინების თეატრი გამოვიდა ახალქალაქის რაიონის სოფელ კულიკამის სკოლაში.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 221 222 223 224 225 226 227 228 229 230 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 224, სულ 280 |