1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიჟღერა ვერდის, მასკანიის, შუბერტის, არაყიშვილის , ჩაიკოვსკის ნაწარმოებებმა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

l

23 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ჰაიარტუნ ცენტრში შედგა კლასიკური მუსიკის კონცერტ-ლექცია. ღონისძიება ინიცირებული იყო საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის მიერ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ჰაიარტუნ ცენტრის მხარდაჭერით. ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ადგილები ეკავათ სხვადასხვა ერების მუსიკოსებ, ოპერის მომღერლებს, კლასიკური მუსიკის სპეციალისტებს. საღამო ასევე შემოქმედებითი იყო, ვინაიდან ის მიმდინარეობდა ცნობილი პიანისტი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ ვიტალი ქამალოვის მშვენიერი საფორტეპიანო შესრულებების თანხლებით.

კონცერტი გახსნ საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ არტემ გრიგორენცმა, მან დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და კეთილი სურვილები, ასევე მისი სინანული იმის თაობაზე, რომ ვერ შეძლო დასწრებოდა ღონისძიებას, ვინაიდან ახალქალაქში ბრძანდება ეკლესიის კურთხევის ცერემონიაზე.

კონცერტ-ლექცია წარიმართა წამყვანების - ვერონიკა მანუკიან- იაშვილის და არტემ გრიგორენცის კომენტარებით, კლასიკური მუსიკის ვარსკვლავების, მათი ნაწარმოებების, ოპერების ლიბრეტოების შესახებ დეტალური და მაღალშინაარსიანი კომენტარებით.

კონცერტ- ლექციაზე ოპერის დიდოსტატ-შემსრულებლებმა - ლეილა გოცირიძემ, გიორგი გაბილაიამ, თენგიზ ჯაგავაძემ შეასრულეს არიები ვერდის, პუჩინის, პიეტრო მასკანიის, შუბერტის, კალდარეს ოპერებიდან, პეტრე ჩაიკოვსკის და დიმიტრი არაყიშვილის რომანსები.

სასიხარულოა, რომ მიუხედავად მისი ასაკისა და სტუდენტის სტატუსისა, ახალგაზრდა შემსრულებლის ჰოვანეს შაჰნაზარიანის გამოსვლა, ჰარმონიულად შეერწყო ცნობილ მომღერალთა ოსტატურ გამოსვლებს.

ღონისძიების ორგანიზატორებს და ყველა გამომსვლელს კმაყოფილებით მიმართეს და მადლობა მოახსენეს: ფონდ „ამაგდარის“ თავმჯდომარემ ვახუშტი ყიზიურაშვილმა, საქართველოს კულტურის სამინისტროს სპეციალისტმა იური მეჩიტოვმა, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარემ ჟორა სნხჩიანმა.

IMGP7112 IMGP7141 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)