2013 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარესთან - ნინო ბურჯანაძესთან.
|
დაწვრილებით...
|
|
სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის კალენდრით 12 ოქტომბერს აღინიშნა წმიდა მთარგმნელი ვარდაპეტების - საჰაკ პართევის, მესროპ მაშტოცისა და მათი მოწაფეების დღესასწაული, რომელიც სომეხი ხალხის სანუკვარი და საყვარელი ეროვნულ-საეკლესიო დღესასწაულთაგანია.
|
დაწვრილებით...
|
11 ოქტომბერს სომხურ სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან მოქმედი „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით და სრ კულტურის სამინისტროს პატრონაჟით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში შედგა თბილისის ყოფილი მცხოვრების, ამჟამად გერმანიაში მცხოვრებისა და შემოქმედის მამიკონ ნაჰაპეტოვის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი. კონცერტი გახლდათ სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ერთ-ერთ სანუკვარ დღესასწაულთაგან ერთის - მთარგმნელთა დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლიდან პირველი.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს ულამაზესი დედაქალაქისადმი მიძღვნილი „თბილისობის“ დღესასწაული წელს აღინიშნა 4 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით. მრავალეროვანი ქალაქის ტრადიციული დღესასწაული მისი ყველა მაცხოვრებლის საერთო სიხარულისა და სიყვარულის გამოხატულებაა. შესაბამისად, სავსებით გასაგებია, რომ ღონისძიებები კონცენტრირებული იყო ქალაქის კოლორიტულ უბანში - აბანოთუბანში, სადაც გვერდიგვერდაა აღმართული ოთხი სხვადასხვა სარწმუნოების სამლოცველო.
|
დაწვრილებით...
|
"კამურჯ“ ლიტერატურული, კულტურული, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის, პოეტ ანაჰიტ ბოსტანჯიანის მოწვევით რამოდენიმე დღეა თბილისში იმყოფება ამერიკელი სომეხი ცნობილი ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი (თარგმნის ინგლისურიდან და არაბულიდან სომხურზე და პირიქით), პუბლიცისტი, ეროვნულ-კულტურულ-საზოგადოებრივი ენერგიული მოღვაწე ჰოვსეფ ნალბანდიანი.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 221 222 223 224 225 226 227 228 229 230 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 229, სულ 280 |