1geo

fb you od

ბენიკ სეირანიანი სახე - მიმართული მარადისობისკენ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

benik-Seyranyan

12 დეკემბერსსაქართველოს სომეხთა ეპარქიის ნინოწმინდის რაფაელ ჯავახქის სახელობის ახალადგახსნილ კულტურის ცენტრის დარბაზში აღინიშნა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ბენიკ სეირანიანის დაბადების 100 წლის იუბილე. ღონისძიებას ესწრებოდნენ რაიონის ინტელიგენციის წარმომადგენლები: მწერლები, პედაგოგები, ჟურნალისტები, ბიბლიოთეკარები. ადგილობრივი „სურბ სარგის“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის მღვდელ არმაშ პოღოსიანის კურთხევის სიტყვის შემდეგ სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანი, რომელმაც ისაუბრა ცნობილი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ნამდვილი თბილისელის განვლილ გზაზე, მეგობართა წრეში მის ხიბლსა და მის მშვენიერ ოჯახზე. ბენიკ სეირანიანის კალამს ეკუთვნის 40-ზე მეტი სომხურ, ქართულ და სხვა ენებზე გამოცემული წიგნი. ბენიკ სეირანიანი იყო არა მხოლოდ მწერალი, არამედ საზოგადო მოღვაწე - საქართველოს მწერალთა კავშირის სომხური სექციის თავმჯდომარე, აღნიშნული სექციის ალმანახის რედაქტორი, საიათნოვას „ვარდატონის“, „გაზაფხული გაზაფხულში“ ფესტივალის ორგანიზატორი და წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი.

დაწვრილებით...
 
თბილისში გაიხსნა ერევნის სკვერი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

purak

ოფიციალური ვიზიტით თბილისში მყოფი ერევნის მერიის დელეგაცია 16 დეკემბერს ეწვია თბილისს სომ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს და ყვავილებით შეამკო ერის დიდებულთა საფლავები. პანთეონში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის წინამძღოლობით და სამღვდელოების მონაწილეობით შესრულდა პანაშვიდი. სასულიერო მღვდელთმსახურებას ესწრებოდნენ ერევნის მერი ტარონ მარგარიანი, საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰოვანეს მანუკიანი, საელჩოს დიპლომატები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში მოეწყო სომეხ და ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა "პორტრეტი -XXI“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

cucahandes

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზის კედლები დამშვენებულია ზეთის საღებავებითა და ფანქრით შესრულებული ნამუშევრებით. აქ მოეწყო საინტერესო გამოფენა, რუბრიკით „პორტრეტი -XXI“, რომელიც განახორციელა საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირმა (თავმჯდომარე: მერუჟან შაუმიანი), საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს მხატვართა რამოდენიმე კავშირთან თანამშრომლობით. წარმოდგენილია სომი და ქართველი ორ ათეულზე მეტი მხატვრის დაახლოებით 80 ნამუშევარი. გამოფენაში მონაწილეობენ ცნობილი მხატვარ-პედაგოგის რობერტ ნერსესოვის სამხატვრო სკოლის მოწაფეებიც.

დაწვრილებით...
 
ორი დედაქალაქის მერი ეწვია თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

pr

15 დეკემბერს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა ერევნის მერიის დელეგაცია, ერევნის მერის - ტარონ მარგარიანის, ხელმძღვანელობით. ვიზიტის პირველ დღეს, ორი დედაქალაქის - ერევნისა და თბილისის, პირველი პირები, მათი თანმხლები პირებითურთ, ეწვივნენ თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას. ბატონი გიგი უგულავა და ბატონი ტარონ მარგარიანი, სომხური დელეგაციის წევრები: ერევნის მერიის აპარატის უფროსი სერგეი მაკარიანი, საკრებულოს წევრები - არმენ ერემიანი, სერგეი მკრტჩიანი, ნატალია ლაფაური, საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი ჰარუთიუნ ჰაკობიანი, საქართველოში სრ ელჩის მრჩეველი არტაკ კალაჩიანი და სხვები სომხურ ეკლესიაში დაესწრნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით მიმდინარე საკვირაო წმიდა ღვთისმსახურებას. წირვა-ლოცვას აღავლენდა მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნიანი.

დაწვრილებით...
 
ჰაირტუნმა ადამიანის უფლებათა საერთაშრისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს სომხური სათვისტომო წარადგინა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

t 

1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, ხოლო 1950 წელს კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღედ აღიარა.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 221 222 223 224 225 226 227 228 229 230 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 222, სულ 280