1geo

fb you od

ორი დედაქალაქის მერი ეწვია თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

pr

15 დეკემბერს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა ერევნის მერიის დელეგაცია, ერევნის მერის - ტარონ მარგარიანის, ხელმძღვანელობით. ვიზიტის პირველ დღეს, ორი დედაქალაქის - ერევნისა და თბილისის, პირველი პირები, მათი თანმხლები პირებითურთ, ეწვივნენ თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას. ბატონი გიგი უგულავა და ბატონი ტარონ მარგარიანი, სომხური დელეგაციის წევრები: ერევნის მერიის აპარატის უფროსი სერგეი მაკარიანი, საკრებულოს წევრები - არმენ ერემიანი, სერგეი მკრტჩიანი, ნატალია ლაფაური, საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი ჰარუთიუნ ჰაკობიანი, საქართველოში სრ ელჩის მრჩეველი არტაკ კალაჩიანი და სხვები სომხურ ეკლესიაში დაესწრნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით მიმდინარე საკვირაო წმიდა ღვთისმსახურებას. წირვა-ლოცვას აღავლენდა მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნიანი.

წმიდა წირვის შემდეგ მაღალი რანგის სტუმრებ მიესალმა სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი. წინამძღვარმა ხაზი გაუსვა უძველესი ქალაქების საუკუნეებიდან მომდინარე მეგობრულ ურთიერთობას, რაც ბადებს იმ სიყვარულსა და პატივისცემას, რომელიც აქვს ამ ორი ქალაქის მოსახლეობას ერთმანეთის, მეზობელი ხალხის ხელოვნების, კულტურისა და ტრადიციების მიმართ. წინამძღვარმა ისაუბრა სომეხი ხალხის შეტანილ წვლილზე ამ ქალაქის ისტორიაში, სადაც ჯერ კიდევ მე -20 საუკუნის დასაწყისში იყო 26 ეკლესია და სომეხი თავის აღმშენებლობით ნიჭსა და მშენებლის უნარს ამსახურებდა თავისი საყვარელი ქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობ.

სულიერმა ლიდერმა მადლიერების სიტყვით მიმართა თბილისის მერს ბატონ გიგი უგულავა, განსაკუთრებით ხაზ გაუსვა „ჰაიარტუნ“ ცენტრის აშენების საქმეში მუნიციპალიტეტის და მისი ხელმძღვანელის მხარდაჭერა.

ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა კმაყოფილების სიტყვით მიმართა ერევნის მერს, ვისი პატრიოტული და კომპეტენტური ხელმძღვანელობით დღითიდღე ლამაზდება და ახალ იერს იღებს ყოველთა სომეხთა დედაქალაქი.

შემდეგ სტუმრები ეწვივნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრს, კერძოდ „სურბ მოვსეს ხორენაცის სახელობის“ საბავშვო ბაღს. პატარებმა პატივცემული სტუმრები მიიღეს საქართველოსა და სომხეთის ჰიმნების შესრულებით, შემდეგ სტუმრებმა „სურბ ეღია მარგარეს“ სახელობის საკვირაო სკოლაში მოისმინეს არასომხურენოვან სხვადასხვა ასაკის პირთა მიერ სომხურად და ქართულად წაკითხული ლექსები.

შემდეგ სტუმრებმა გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში დაათვალიერეს გამოფენა "პორტრეტი -XXI“.

შეხვედრა გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების პასუხისმგებელმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა. მან ისაუბრა ცენტრის განვლილ გზაზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა 15 წრის არსებობას, 600 მოსწავლის ყოველდღიურ სიარულს ცენტრში, ცენტრის აქტიურ მონაწილეობას თბილისობის დღესასწაულში და სომხეთის რესპუბლიკაში ორგანიზებულ ყველა ფესტივალში.

თბილისის მერმა ბატონმა გიგი უგულავამ მიმართა დამსწრეებს, ისაუბრა ამ ქალაქის მრავალეროვან მოსახლეობაზე და თბილისელობის სიამაყეზე. მაღალი შეფასება მისცა სომეხი და ქართველი ქრისტიანი ხალხების საუკუნოვან მეგობრობას და მოუწოდა ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრობის გზის გაგრძელებისკენ.

შემდეგ დამსწრეებს მიმართა ერევნის მერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორი დედაქალაქის თანამშრომლობა ვითარდება, ჩვენი ხალხებისა და მათი საუკუნოვანი მეგობრობის საკეთილდღეოდ. მან მაღალი შეფასება მისცა „ჰაიარტუნ“ ცენტრის პატრიოტულ საქმიანობას და ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერას. ერევნის მერმა ცენტრის მუშაობას უწოდა სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობების ბრწყინვალე დასტური.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ერევნისა და თბილისის მერებს აჩუქა ცნობილი თბილისელი სომეხი მხატვრის თენგიზ მიკოიანცის ძველი თბილისის ხედების ამსახველი ფერწერული ტილოები.

თბილისის მერი, მის ერევნელი კოლეგა და დელეგაციის წევრები იყვნენ ამ დღეებში ფონიჭალაში ახალადგახსნილ მინის გადამამაუშავებელ საწარმოში, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. საწარმო შეიქმნა სომხურ-ქართული ინვესტიციებით, ქარხნის მეპატრონის სამველ აღეკიანის თქმით, აქ დასაქმებულია 150 ადამიანი, პროდუქცია კი გადის საზღვარგარეთ.

 იმავე დღეს თბილისის მერმა ერევნის მერს ტარონ მარგარიანს დაათვალიერებინა ძველი თბილისის უბანი და აბანოთუბანი.

 

858986 10151930990488229 1069040546 o swesw 1491327 10151930991098229 969665250 o 

sait1

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)