18 იანვარს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა საქართველოს „კამურჯ“ ლიტერატურულ-კულტურული არასამთავრობო ორგანიზაციის „კამურჯ“ წელიწდეულის მორიგი ნომრის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით ინიცირებული იყო წელიწდეულის მთავარი რედაქტორის ანაჰიტ ბოსტანჯიანის მიერ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოვანეს მანუკიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, მწერლები, სომეხი და ქართველი შემოქმედები, კითხვის მოყვარული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
|
დაწვრილებით...
|
|
საქართველოს სომეხ მუსიკოსთა გაერთიანების ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, 11 იანვარს ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა გიტარის საღამო. სიმბოლურად საღამო მიეძღვნა ცნობილ მუსიკოს- პედაგოგ, გიტარისტ თენგიზ გამიდაძის სცენური მოღვაწეობის 50 წლისთავს.
|
დაწვრილებით...
|
9 იანვარს ცნობილ კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვს შეუსრულდებოდა 90 წელი. ფარაჯანოვმა - თბილისში დაბადებულმა ეთნიკურად სომეხმა, შემოქმედებითი ნაყოფიერი წლები გაატარა საქართველოსა და უკრაინაში, დაკრძალულია ერევანში. სერგო ფარაჯანოვის იუბილესადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო ინიცირებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მიერ, ცნობილ ფოტოგრაფ იური მეჩითოვთან თანამშრომლობით და სრ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
|
დაწვრილებით...
|
104-ე საჯარო სკოლის (დირექტორი: ირინა ჟამკოჩიანი) პირველიდან მეხუთე კლასის მოწაფეებმა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს მიუძღვნეს მშვენიერი წარმოდგენა, რომელიც ორგანიზებული იყო ბიბლიოთეკარ ჰასმიკ ანტონიანის ინიციატივით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მღვდელი მანუკ ზეინალიანი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი.
|
დაწვრილებით...
|
6 იანვარს დილიდან სადღესასწაულო განწყობა სუფევდა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. შობისა და ნათლისღების დღესასწაულის წმიდა წირვა აღევლინა „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 211 212 213 214 215 216 217 218 219 220 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 220, სულ 280 |