2 მარტს „ბუნ ბარეკენდანი“ საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ღვთისმსახურებით თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, წირვა აღავლინა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა. საზეიმო დღეს მიეძღვნა ფესტივალი „ჰარისა-2014“. ტრადიციულ ფესტივალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით, ატარებენ საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი და „ჰაიარტუნ“ ცენტრი. ტრადიციული ფესტივალი ყოველწლიურად ფართოვდება და სახალხო დღესასწაულად იქცევა. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად თბილისში სპეციალურად იყვნენ ჩამოსული არცახის ახალგაზრდობის საკითხთა სამინისტროსა და ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიატის წარმომადგენლები.
|
დაწვრილებით...
|
|
28 თებერვალს მთავარ საკათედრო „სურბ ეჯმიაწინში“ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ II-მ მიიღო საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის - ედვარდ ნალბანდიანის, თანხლებით. შეხვედრას ესწრებოდნენ მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის კანცელარიის მმართველი ეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის ადმინისტრაციულ-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორი ეპისკოპოსი მუშეღ ბაბაიანი.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 25 თებერვალს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში შედგა რელიგიური საბჭოს ლიდერთა შეხვედრა, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოს ევნაგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღოლი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის პრეზიდენტი ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მალხაზ სონღულაშვილი.
|
დაწვრილებით...
|
25 თებერვალს „სურბ ღევონდიანც“ მღვდელთა დღესასწაულზე, მთავარ საკათედრო „სურბ ეჯმიაწინში“, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის წინამძღოლობით შედგა სამღვდელოების ტრადიციული შეკრება, რომელზე მიწვეულნი იყვნენ მთავარ საკათედრო „სურბ ეჯმიაწინის“ ეპისკოპოსები, სომხეთის თემების წინამძღვრები, მთავარი საკათედრო „სურბ ეჯმიაწინისა“ და თემების 200 სულიერი მსახური. საქართველოს სომეხთა ეპარქიიდან სამღვდელოების შეკრებაზე მონაწილეობდნენ თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვარი მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი, ამავე ეკლესიის კანდელაკი მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნიანი, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი მღვდელი სამველ თოროსიანი.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეღია მარგარეს“ სახელობის საკვირაო სკოლაში მშობლიური ენის დღე აღინიშნა ღია გაკვეთილით, რომელიც „ჰაიარტუნ“ ცენტრში 23 თებერვალს ჩაატარა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, სრ „მესროპ მაშტოც“ და საქართველოს „ღირსების“ ორდენოსანმა როზა ზოჰრაბიანმა.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 211 212 213 214 215 216 217 218 219 220 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 215, სულ 280 |