საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და „კეთილი სამარიელი“ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის მოწვევით, 5 თებერვალს „ჰაიარტუნ“ ცენტრში იმყოფებოდნენ ბავშვები თბილისის ისნისა და კრწანისის რაიონის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
|
დაწვრილებით...
|
|
მიმდინარე წლის 1 თებერვალს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის მე-10 ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა კონცერტი, რუბრიკით „მეგობრული ვიზიტი", და მიეძღვნა დიდი კომპოზიტორის დაბადების 110 წლისთავს. კონცერტი „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერითა და თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის მე-10 ხელოვნების სკოლასთან თანამშრომლობით, ინიცირებული იყო საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის მიერ. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოში სრ ელჩის მოადგილე ვაჰაგნ აფიანი, მეუღლესთან ერთად, მე-10 ხელოვნების სკოლის ვეტერანი მასწავლებლები, ცნობილი მუსიკოსები, ხელოვანები, მშობლები, მუსიკალური სკოლის კურსდამთავრებულები და ამჟამინდელი მოწაფეები.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოწვევით სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის არმენ აშოტიანის ხელმძღვანელობით თბილისში მყოფი დელეგაცია 1 თებერვალს ეწვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას, სადაც მას დახვდა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, ეპარქიის სამღვდელოება, ეპარქიის განყოფილებათა პასუხისმგებლები, თბილისის სომხურ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები და სათვისტომოს წარმომადგენლები. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სრ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ნორაირ ღუკასიანი, სრ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამმართველოს უფროსი არტურ ბაღდასარიანი, სრ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიასპორის განყოფილების გამგე ნუნე ვარდანიანი და ხ.აბოვიანის სახელობის ერევნის პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორი რუბენ მირზახანიანი.დელაგაციასთან ერთად საქართველოს სომეხთა ეპარქიას ეწვია ასევე საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოვანეს მანუკიანი.
|
დაწვრილებით...
|
„შენ“ საზოგადოებრივ ორგანიზაციის ინიციატივით (თავმჯდომარე: მიქაელ ავაგიანი) და ჯინიშიან ხსოვნის ფონდის მხარდაჭერით, 2013 წელს წალკის რაიონის სომხებით დასახლებული სოფლების ახალგაზრდებისათვის განხორციელდა პროექტი, ლოზუნგით - „დავეხმაროთ სოფლის სკოლების მაღალკლასელებს“. პროექტი მიზნად ისახავდა სხვადასხვა ხელობების სწავლებით, ახალგაზრდების მომავალი დასაქმების ხელშეწყობას. წინასწარ წალკის რაიონის ორმა მასწავლებელმა ვარსენიკ ბაბერციანმა თექაში და ანჟელა გევორგიანმა მეთუნეობაში თბილისში გაიარეს ოსტატობის სამთვიანი კურსი, დაბრუნდნენ რაიონში - ახალგაზრდებისთვის ცოდნის გადაცემის მისიით.
|
დაწვრილებით...
|
მიმდინარე წლის 24 იანვარს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში აღევლინა ყოველწლიური ეკუმენური ლოცვა ქრისტიანული ერთიანობისათვის. ლოცვის დევიზი იყო: „ შეუძლებელია ქრისტეს დანაწევრება“.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ 2014 წელს იკისრა ქრისტიანული ეკლესიებისა და დენომინაციების ლიდერთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მოწვევით ეკუმენურ ლოცვაში მონაწილეობდნენ ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო სამმართველოს ლიდერი არქიეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოში ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის ლიდერი ეპისკოპოსი ჰანს-იოიახიმ კიდერლენი, საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ლიდერი ეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი და სხვა ქრისტიანული ეკლესიებისა და დენომინაციების სამღვდელოების წარმომადგენლები და მორწმუნეთა ჯგუფები.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 211 212 213 214 215 216 217 218 219 220 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 218, სულ 280 |