ამა წლის 23 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის სტუმარი იყო ერევნიდან ჩამოსული ჟურნალისტი თათულ ჰაკობიანი. დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა თბილისის სომეხ საზოგადოებრიობასთან შეხვედრა დაიწყო „სივილითას“ ფონდის წარდგენით, რომლის დამფუძნებელი-თავმჯდომარე გახლავს სრ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჟამად სომხეთის ეროვნული კრების წევრი ვარდან ოსკანიანი.
|
დაწვრილებით...
|
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში 22 მარტს გაიმართა შეხვედრა ცნობილ მწერალსა და მხატვართან-არევშატ ავაგიანთან.შეხვედრას ამშვენებდა ცნობილი პოეტისა და მხატვრის გამოფენა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“კავშირის და საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის ერთობლივი ღონისძიება მიზნად ისახავდა თბილისის საზოგადოებისათვის ხელოვნების პათოსით მცხოვრები და ახლის, მოწინავის აპოლოგეტის და ამის მატარებლის სომეხი შემოქმედის წარდგენას.
|
დაწვრილებით...
|
-
ეკლესიათმშენებლობა
აღნიშნულ პერიოდში საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აშენდა და გარემონტდა შემდეგი ეკლესიები და სამლოცველოები:
2011 წელი -2011 წლის 10 ივნისს საპატრიარქო ვიზიტით საქართველოში ჩამობრძანებულმა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ II-მ აკურთხა გარემონტებული თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესია და გაიხსნა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ახალადაშენებული შენობა;
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების (პასუხისმგებელი: გევორგ ანტონიანი) და სრ პრეზიდენტის აპარატთან არსებული სახელმწიფო ადმინისტრირების აკადემიის სულ ერთი წლის თანამშრომლობა აღინიშნა თბილისში რუბრიკით „არმენოლოგია“ სემინარის ჩატარებით, რომელიც ინიცირებული იყო აკადემიის სხვადასხვა განყოფილებების სტუდენტების მიერ. ამა წლის 16 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში შემდგარი აღნიშნული პროგრამის მიზანი იყო საქართველოს სომეხი მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით თბილისელი სომეხი ახალგაზრდებისათვის ქვეყნის ადმინისტრირების სახელმწიფო ინსტიტუტების, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, გეოგრაფიისა და ეკლესიათმშენებლობის სფეროებში სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების წარდგენა.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 4 მარტს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში გაიმართა საქართველოს რელიგიური გაერთიანებების ლიდერთა შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის არქიეპისკოპოსი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მალხაზ სონღულაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის პრეზიდენტი ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი, საქართველოს ევნაგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 211 212 213 214 215 216 217 218 219 220 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 214, სულ 280 |