სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი მარტიროსი ძის ხსენების დღე განსაკუთრებული სითბოთი აღინიშნება სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში. წელს ხალხის ყველაზე საყვარელი წმიდანთაგან ერთის - სურბ სარგისის დღესასწაული აღინიშნება 15 თებერვალს. თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში 14 თებერვალს შესრულდა წინასადღესასწაულო ღვთისმსახურება. სურბ სარგის მხედართმთავრის სურათით და ბაირაღებით, ეკლესიის კანდელაკის მღვდელ მანუკ ზეინალიანის და სამღვდელოების სხვა წარმომადგენელთა თანხლებით, მსვლელობა გაიმართა თბილისის უძველეს ხარფუხის უბნისკენ, სადაც ჯერ ისევ დგას სურბ სარგის სამლოცველოს ნანგრევები.
|
დაწვრილებით...
|
მირქმის დღესასწაული ერის ერთ-ერთი საყვარელი და მხიარული დღესასწაულია, რომლის აღნიშვნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დაიწყო 13 თებერვალს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით და სამღვდელოების მონაწილეობით შესრულებული წინასადღესასწაულო წირვით. ღვთისმსახურებისას მორწმუნეებმა მოისმინეს მირქმის დღესასწაულის საიდუმლო ანუ 40 დღიანი იესოს ტაძრისთვის ბოძების ისტორია, რის შემდეგაც შესრულდა სამყაროს ოთხი მხარის და სანთლების კურთხევა.
|
დაწვრილებით...
|
ჯავახეთის სოფელ განძაში მღვდელ სუქიას ტერ-გრიგორიანის მრავალსულიან ოჯახში 1885 წლის 9 თებერვალს დაიბადა დიდი სომეხი პოეტი ვაჰან ტერიანი.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუდან“ ეკლესია სურბ გევორგის რესტავრაციისთვის გამოყოფილი 100 ათასი ლარის, სურბ გევორგის რესტავრავიის ფონდში გადარიცხვის შესახებ საბუთები.
|
დაწვრილებით...
|