1geo

fb you od

ჯავახეთის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში აღინიშნა სურბ სარგისის დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Akhalqalaq 

14 თებერვალს სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ აღნიშნა სურბ სარგისის დღესასწაული - ახალგაზრდების კურთხევის დღე. სურბ სარგის მხედართმთავარი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წმიდანია. შვილთან - მარტიროსთან და 14 ჯარისკაცთან ერთად იგი იყო ნაწამებ ქრისტიანული რწმენისათვის.

14 თებერვალს ჯავახეთის ყველა ეკლესიაში აღინიშნა სურბ სარგისის დღესასწაული. საზეიმო დღე ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში დაიწყო ღვთისმსახურებით.

ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში დღე ორმაგად საზეიმო იყო. 2014 წლის ჯვრის ნათლიებმა სვეტა და პეტროს გრიგორიანებმა ეკლესიას შემოწირეს წმიდა სარგისის ხატი. ჯავახეთის მოსახლეობა მრავალი წელი ელოდა ამას, როგორც იქნა აღსრულდა ახალგაზრდების ნატვრა და ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში თავისი ადგილი დაიკავა სურბ სარგისის ხატმა.

ჯავახეთის სამღვდელოებამ შეასრულა ხატის კურთხევის წესი, რომლის შემდეგ აღელვებული მორწმუნეები ჯვარს იწერდნენ ხატთან და ეამბორებოდნენ მას.

საღამოს ღვთისმსახურების  დასასრულს ჯავახეთის საერთო ეპარქიალურმა ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა ყველას მიულოცა დღესასწაული და მადლიერება გამოუხატა გრიგორიანების ოჯახს.

ჯავახეთის მოსახლეობისათვის სურბ სარგისის დღესასწაული განსაკუთრებული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ამ დღეს ეკლესიის გარშემო აერთიანებს მთელი რაიონის ახალგაზრდებს, რომლებიც წინა დღეს მარილიან კვერს მიირთმევენ, ღამე სასიძოს ან საპატარძლოს დასიზმრების მოლოდინით. ტრადიციულად ახალგაზრდებს დაურიგდათ მარილიანი კვერები, შემდეგ საჰაერო ბუშტები გაუშვეს. ახალგაზრდები ერთმანეთს ჩუქნიდნენ ბარათებსა და ტკბილეულს.

ჯავახეთის ყველა „სურბ სარგის“ ეკლესიაში აღევლინა წმიდა წირვა. წირვა აღავლინეს მღვდლებმა - ტიგრან მხითარიანმა, ტათევ მარუქიანმა, თადეოს ტერ-მკრტჩიანმა და არმაშ პოღოსიანმა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)