1geo

fb you od

ხარების დღესასწაულის სიურპრიზი ჯავახეთში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

avetum

7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის ინიციატივითა და კურთხევით, ჯავახეთის ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა საზეიმო ღვთისმსახურება. საზეიმო დღის წირვა-ლოცვა ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში აღავლინა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა.

დაწვრილებით...
 
სომეხთა ეპარქიამ პატივი მიაგო 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

9april

2014 წლის 9 აპრილს თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ხაჩქართან (ქვის ჯვარი) გადახდილ იქნა პარაკლისი. პარაკლისი გადაიხადა ეპარქიის წინამძღვარმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.
პარაკლისის შემდეგ სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მიმართა შეკრებილ მრევლს და აღნიშნა სომეხთა და ქართველთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. მან ბრძანა, რომ ორი ქრისტიანული ერი განსაცდელისა და სიხარულის ჟამს მუდამ გვერდიგვერდ უნდა იდგეს.
დაწვრილებით...
 
ქესაბელი სომხების მხარდასაჭერი აქცია თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

tr

6 აპრილს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში გადაიხადეს სირიის ომ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდსაქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

დაწვრილებით...
 
ბავშვების უსაზღვრო ფანტაზიის ნაყოფი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

show

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში 5 აპრილს გაიმართა ცენტრის ესთეტიკური აღზრდის წრისა და „ TAMAR and KIDS PAPER FASHION SHOW სტუდიის ერთობლივი ღონისძიება, რუბრიკით „ქაღალდის სამოსი“. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განხორციელებულმა მსგავსმა შოუმ დაიმსახურა ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლების თბილი გამოხმაურება და მათივე თხოვნით წელსაც იქნა ორგანიზებული - მონაწილეთა მეტი რაოდენობით და უფრო ვრცელი გეოგრაფიით. ქაღალდის შოუ მიზნად ისახავს მეიორადი ქაღალდის მეშვეობით ბავშვების ფანტაზიის განვითარებას. ქაღალდის ტანსაცმელი ჰქონდა წარმოდგენილი 70 მონაწილეს, 86-ე,103-ე , 104-ე, 131-ე საჯარო სკოლებიდან და „ჰაიარტუნ“ ცენტრი ესთეტიკური აღზრდის წრიდან. შოუს საპატიო სტუმრები იყვნენ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკიდან ჩამოსული „ნარეკაცი“ ხელოვნების კავშირის შუშის ცენტრის „არტთერაპია“ წრის წევრები, ცენტრის დირექტორის მიქაელ სარგსიანის და მასწავლებელ ჰასმიკ ესაიანის ხელმძღვანელობით.

დაწვრილებით...
 
„კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის საჩუქრები დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

sam

კეთილი სამარიელი“ არასამთავრობო ორგანიზაციამ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში. ამა წლის 2 აპრილს ხურვალეთში ვიდნენ საქართველოში „კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის წარმომადგენელი კარენ ერიციანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის გადამღები ჯგუფი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა კავშირის წევრები ირინა ჯეირანაშვილი, ხათუნა ლომჯარია და ანი პარანიცევა. მათ ბავშვებს ჩაუტანეს შორეულ ევროპაში მცხოვრები ბავშვები გულის სითბოთი და თითების სინაზი მომზადებული საჩუქრები თანატოლებისათვის. მშობლიური სახლებიდან აყრილმა და ამჟამად ხურვალეთში დამკვიდრებულმა 130-მა ბავშვმა სიხარულით მიიღო შორეული მეგობრების საჩუქრები, თვითონ კი სამაგიეროდ სიყვარული და მადლიერება გამოუცხადეს ევროპელ ბავშვებსა და „კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის წარმომადგენლობას.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 211 212 213 214 215 216 217 218 219 220 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 211, სულ 280