19 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ზეიმი, მიძღვნილი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებული აღდგომისადმი. დღის საიდუმლოს სათანადოდ იყო მორთული არა მხოლოდ დარბაზი, არამედ გამოიჩეოდნენ ბავშვები - მათი ჩაცმულობით. დარბაზში ადგილები ეკავათ სასულიერო პირებს, „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლებს, მშობლებსა და სტუმრებს.
|
დაწვრილებით...
|
|
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებული აღდგომის წინა დღეს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის, მღვდელ ნარეკ ღუშჩიანის, ქველმოქმედები კარენ სარგსიანის, კარენ ერიციანის მხარდაჭერით სააღდგომო საჩუქრები დაურიდგა დაახლოებით 100 ოჯახს.
|
დაწვრილებით...
|
15 აპრილს „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა საქართველოში მცხოვრები სომეხი მწერლის, ფოტოგრაფის, «Armenian Art Hall» საიტის დამფუძნებელი დირექტორის ვალერი უნანიანცის „ვილ-ჟუივ კლინიკის პაციენტი“ წიგნის პრეზენტაცია, რომელიც სომხურ ენაზე თარგმნეს ანაჰიტ ბოსტანჯიანმა და არა ართიანმა. წიგნი საზოგადოებას წარუდგინა „კამურჯ“ არასამთავრობო ორგანიზაციამ, სერიით - „თარგმნითი ლიტერატურის ბიბლიოთეკა“, და მოიცავს ავტორის ორ ნაწარმოებს: პიესას „ვილ-ჟუივ კლინიკის პაციენტი“ და რომანს „უჩვეულო ისტორია“. წიგნი ეძღვნება სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 26-29 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის იურიდიული საკითხების, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობებისა და რელიგიათშორისი თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ლევონ ისახანიანმა, მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში "აღმოსავლეთის ქრისტიანთა მოწოდება“, რომელიც ორგანიზებული იყო ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ, საფრანგეთის ქალაქ ლიონში.
|
დაწვრილებით...
|
12 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა სომეხთა დიდი გენოციდის 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, რუბრიკით „გენოციდის წამებულთა მემორიალი“. გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის მხარდაჭერით.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 201 202 203 204 205 206 207 208 209 210 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 210, სულ 280 |