მიმდინარე წლის 13 ივნისს, თბილისის “სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობითა და სამღვდელოების მონაწილეობით, აღევლინა ღვთისმსახურება, რომელსაც ესწრებოდნენ ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ და „სურბ ეღია მარგარე“ ერთდღიანი სკოლების 2013-2014 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები, მათი მშობლები და უამრავი მორწმუნე. ღვთისმსახურების შემდეგ დამსწრეებს სიტყვით მიმართა ეპარქიის წინამძღვარმა.
|
დაწვრილებით...
|
|
2014 წლის 12 ივნისს, თბილისში ასათიანის (ყოფილი ენგელსის) ქუჩის 42 ნომერში, იმ სახლის კედელზე, სადაც გაატარა თავისი ბავშვობა და ყრმობა ცნობილმა სომეხმა ასტრონომმა და ასტროფიზიკოსმა, თეორიული ასტროფიზიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ვიქტორ ამბარცუმიანმა, გაიხსნა მისი მემორიალური დაფა.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) ამა წლის 8 ივნისს, მოეწყო ექსკურსია. ეპარქიის ეკლესიის მოყვარულთა კავშირის 40-მდე წევრი, განყოფილების თანამშრომლების ხელმძღვანელობით, სამარშრუტო ავტომანქანებით გაემგზავრა დედაქალაქის მახლობლად, ტყეში განლაგებულ ცხვარიჭამიას კომპლექსში, სადაც დაუვიწყარი და მხიარული დღე გაატარეს.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 12 ივნისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში ქართული მედიასაშუალებებისათვის გაიმართა პრესკონფერენცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი მსახურის, დავით ლასურაშვილის, რელიგიურ დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ ქმედებასთან დაკავშირებით.
|
დაწვრილებით...
|
7-9 ივნისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი წინამძღვრული ვიზიტით ბათუმში ბრძანდებოდა.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 201 202 203 204 205 206 207 208 209 210 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 201, სულ 280 |