1geo

fb you od

ნინოწმინდაში გაიხსნა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ninocminda

23 აპრილს ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძოლობით, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანისა და სამღვდელოების მონაწილეობით აღევლინა პარაკლისი, რომელიც მიეძღვნა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. საეკლესიო ცერემონიის შემდგომ პროცესია დაიძრა კულტურის სასახლის მოედნისკენ. აქ დაიდგა სომეხთა დიდი გენოციდის 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომელიც მომზადდა ადგილობრივი მოქანდაკის არამ ღარსლიანის მიერ, სომეხი ერის პატიოსანი შვილების - არმენ ღარსლიანის, მარტუნ მკოიანის, თათულ ღარსლიანის, ენზელ მკოიანის ქველმოქმედებით.

დაწვრილებით...
 
წერუნ თორგომიანის წიგნის "მოთხრობები" პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

torgomyan

ამა წლის 22 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ინიციატივით და საქართველოში სრ საელჩოსა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ეროვნული ბიბლიოთეკის თბილისის ერთ-ერთ დარბაზში გაიმართა თბილისელი სომეხი პროზაიკოსის ცხონებული წერუნ თორგომიანის სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი მოთხრობათა კრებულის პრეზენტაცია. ღონისძიებაში, საკუთარი პაპის ხსოვნის წინაშე ქედის მოხრის ნიშნად, მონაწილეობდა საქართველოში სრ საელჩოს მრჩეველი, წერუნ თორგომიანის შვილიშვილი ლევონ თორგომიანი.

დაწვრილებით...
 
სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარი (ქვა-ჯვარი) თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

xachqar

21 აპრილს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში გაიმართა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩქარის კურთხევის ცერემონიალი. ხაჩქარის დადგმა ინიცირებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის მიერ, პეტერბურგში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი ჰრაჩია პოღოსიანის ქველმოქმედებით. ეს პირველია თბილისში. ხაჩქარი მომზადებულია სომხეთში და ის ძველ ჯუღაში აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ განადგურებულ ათასობით ხაჩქართაგან ერთის ანალოგია (ოსტატი: ვარაზდატ ჰამბარძუმიანი).

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დიდი ზეიმით აღინიშნა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

chragaluic

წმინდა აღდგომის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა სომხური ეკლესიის წესებისა და რიტუალების შესაბამისად. როგორც „ჭრაგალუიცის“ საღამოს, ასევე წმინდა აღდგომის დღე თბილისში, სამცხე-ჯავახეთ, მარნეულის რაიონში, ბათუმში უამრავ მორწმუნეთა მონაწილეობით, გაიმართა წმინდა რიტუალები. და ვინაიდან წელს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული დაემთხვა სომეხთა ეკლესიის აღდგომის დღესასწაულს, მას უფრო საზეიმო და ხალხმრავალი სახე მიეცა.

დაწვრილებით...
 
„აღდგომა“ ლიტერატურულ-მუსიკალური მონტაჟი თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP508ddd3

19 აპრილს, საღამოს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში „ჭრაგალუიცის“ წმიდა წირვამდე თბილისის 103 სკოლის სომხური სექტორის (სასწავლო ნაწილის გამგე: ჰასმიკ პაპიკიანი) მოსწავლეებმა ჩაატარეს „წმიდა აღდგომა“ ლიტერატურულ-მუსიკალური მონტაჟი. ღონისძიებაში მონაწილეობდა რუსული განყოფილების ეთნიკურად სომეხი პირველიდან მეოთხე კლასის 15 მოსწავლე, რომლებიც მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდნენ სომხურ განყოფილებაში და მასწავლებლების მხარდაჭერით სწავლობენ სომხურ ენას. ღონისძიების ორგანიზატორის, სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გაიანე მხითარიანი იდეით, ამ მოსწავლეთა პირველი დამოუკიდებელი გამოსვლა მშობლიურ ენაზე, როგორც ნათლობა, გაიმართა ეკლესიის თაღებს ქვეშ. ეკლესიაში, სამღვდელოების წარმომადგენლები, შეკრებილი მორწმუნეები, მშობლები, სტუმრები გახდნენ მოსწავლეების ლამაზი დეკლამაციისა და სიმღერის მსმენელნი.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 201 202 203 204 205 206 207 208 209 210 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 209, სულ 280