1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის “ჰაიარტუნ” ცენტრში გათამაშდა ტიგრან პეტროსიანის სახელობის თასი ჭადრაკში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

shaxmat

მსოფლიო ჩემპიონის ტიგრან პეტროსიანის სახელს ატარებდა ჭადრაკის თასის ტურნირი, რომელიც ჩატარდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხთა განყოფილების ინიციატივით, “ჰაიარტუნ” ცენტრის მხარდაჭერით და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორობით. ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელის ვალერი ბადალიანის, ცენტრის ტიგრან პეტროსიანის სახელობის ჭადრაკის წრის მასწავლებლის გიორგი ბაღათუროვისა და განყოფილების სხვა თანამშრომელთა ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, 20-21 მაისს გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში დაიწყო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ქალაქის სხვადასხვა სკოლების, თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და “ჰაიარტუნ” ცენტრის სხვადასხვა ასაკის ჭადრაკის მოყვარული ახალგაზრდები. განაცხადი წარადგინა 18-მა მონაწილემ.

დაწვრილებით...
 
კინოთეატრ “რუსთაველის” მაყურებლები “ჰაიარტუნ” ცენტრის აღსაზრდელები იყვნენ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

kino

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივით და ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილისა და თბილისის “რუსთაველის”კინოთეატრის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, “ჰაიარტუნ” ცენტრის სხვადასხვა ჯგუფების 30 აღსაზრდელი 16 მაისს ეწვია დედაქალაქის ”რუსთაველის” თეატრს.

დაწვრილებით...
 
სამი წიგნის პრეზენტაცია “ჰაიარტუნ” ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

grqi shnorhandes

საქართველოს სომეხ მწერალთა “ვერნატუნ” კავშირმა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის “ჰაიარტუნ” ცენტრმა ამა წლის 17 მაისს გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში მოაწყვეს სამი წიგნის – ცხონებული ვიქტორ ჰოვსეფიანის “სიზმრის ფერადი ცისარტყელა”, არმინე გევორგიანის “ქვათა ქვეყანა” და “გრაკან წილერ” კლუბის “ზართონქ” წელიწდეულის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდიდან ჩამოსული შემოქმედები, ჰოვსეფიანების ოჯახის წევრები, თბილისისა და ნინოწმინდის სომხური სკოლების უფროსკლასელები, წიგნის მოყვარული საზოგადოება.  

დაწვრილებით...
 
ლექცია რუბრიკით "ვიოლინო - მუსიკის დედოფალი" საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP7426

საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის ინიციატივით ტარდება ლექცია-კონცერტების ციკლი. ციკლის მორიგი თემა ვიოლინო იყო, იგი ჩატარდა რუბრიკით "ვიოლინო - მუსიკის დედოფალი". ღონისძიება გაიმართა ამა წლის 11 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში. მას ესწრებოდნენ მუსიკოსები, სტუდენტები, სიმებიან საკრავებზე შესრულებული მუსიკის მოყვარულები. ლექცია- კონცერტესწრებოდა ცნობილი მუსიკოსი ვაჟა აზარაშვილი.

დაწვრილებით...
 
შევქმნათ მომავალი, წარსულის ხსოვნის პატივისცემით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

vera

ქალაქ თბილისის ვერა სასაფლაოზე განისვენებენ გამოჩენილი სომეხი საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თბილისის კულტურული ცხოვრების განვითარების საქმეში. სასაფლაო დაარსდა მე-19 საუკუნის 30-იან წლებში და თავიდანვე განკუთვნილი იყო მხოლოდ მდიდარი და აზნაურული წარმოშობის პირთა დაკრძალვისათვის.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 201 202 203 204 205 206 207 208 209 210 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 205, სულ 280