27 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, ცენტრის ინიციატივითა და მოწვევით გაიმართა შეხვედრა ეროვნული მოღვაწესთან, ქორეოგრაფთან, სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებულ მოღვაწე გაგიკ გინოსიანთან. შეხვედრას ესწრებოდნენ „ტარონ“ ახალგაზრდული ეთნოგრაფიული ანსამბლის (ქორეოგრაფი: ნარინე ღუშჩიანი) წევრები, თბილისის სომეხი ინტელიგენციისა და ხელოვნების მოყვარული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
|
დაწვრილებით...
|
|
დასავლეთ სომხეთში ოსმალეთის თურქეთის მიერ განხორციელებული სომეხთა გენოციდის 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საქართველოს სომეხთა ეპარქიის ღონისძიებათაგან მორიგი - „ჭრილობა ჯერ კიდევ ახალია“ რუბრიკით, სამეცნიერო-კულტურული საღამო იყო, რომლის ინიციატორი იყო ასოციაცია "საქართველოში სომხური სამეცნიერო- კვლევითი ცენტრი", საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით. ღონისძიებას თან ახლდა გენოციდის ამსახველი ფოტოსურათები და სამენოვანი კომენტარები, რაც საქართველოს სომეხი ბავშვების მხარდაჭერის „არევიკ“ საქველმოქმედო ფონდს უბოძა სომხეთის რესპუბლიკის გენოციდის ინსტიტუტისა და მუზეუმის დირექციამ.
|
დაწვრილებით...
|
25 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ინიციატივით მოეწყო ჟურნალისტის, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორის ყოფილი მოადგილის, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარის, ცხონებული რუბენ თოროსიანის ხსოვნის საღამო. დარბაზში შეკრებილნი იყვნენ რუბენ თოროსიანის კოლეგები, ისინი, ვინც იცნობდა მას, მისი მოღვაწეობისა და ღვაწლის დამფასებლები, მისი ოჯახის წევრები.
|
დაწვრილებით...
|
23-го и 24-го апреля в армянской общине города Батуми были проведены мероприятия для увековечивания памяти жертв Геноцида армян.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 24 აპრილს შესრულდა სომეხთა გენოციდის 99-ე წლისთავი. მთელი მსოფლიოს სომხურმა სათვისტომოებმა, ისევე, როგორც საქართველოს სომხებმა, პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. თბილისში, სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში აღევლინა ღვთისმსახურება სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ. მას დაესწრნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი ჰოვანეს მანუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი და სხვები.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 201 202 203 204 205 206 207 208 209 210 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 208, სულ 280 |