საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში მოქმედ „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის 16 აღსაზრდელთაგან რვა სწავლას გააგრძელებს სომხურ სკოლაში, კერძოდ, თბილისის 104-ე საჯარო სკოლაში.
|
დაწვრილებით...
|
|
2014 წლის 4 მაისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა „ჰაიარტუნ“ ცენტრმა მოაწყო მომლოცველობა სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონში მდებარე შუა საუკუნეების სომხური რელიგიური და ისტორიული ტაძრებისკენ. მომლოცველობაში მონაწილეობდნენ ეთნიკურად სომეხი, ქართველი, რუსი, უკრაინელი და ღაზახი მომლოცველები - სულ ექვსიდან 70 წლის ასაკამდე 130 ადამიანი.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის (თავმჯდომარე: გევორგ სნხჩიანი) ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, 3 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლნისში აღინიშნა ტრადიციული დღესასწაული „აღაიანობა“. დიდი სომეხი მწერლის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ღაზაროს აღაიანის მშობლიურ სოფელს ესტუმრნენ დელეგაციები თბილისიდან, ჯავახეთსა და ერევნიდან. აღაიანის სახლ-მუზეუმის ეზოში შეკრებილნი იყვნენ პედაგოგები, მშობლები, ლიტერატურის ერთგულნი, მკითხველი საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულერი მამები მღვდლები ნარეკ ღუშჩინი, არმაშ პოღოსიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრა ობოლაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯონი ხეცურიანი, ღაზაროს აღაიანის შთამომავლები რუბენ აღაიანი და არმენ შაჰდადიანი.
|
დაწვრილებით...
|
ამა წლის 29 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში, ეპარქიის წინამძღვრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით, შედგა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის ღონისძიებათა საკოორდინაციო საბჭოს რეგიონალური, საქართველოს კომისიის პირველი სხდომა. სხდომას ესწრებოდა საქართველოში სრ საელჩოს მრჩეველი ლევონ თორგომიანი, რომელმაც დამსწრეებს გადასცა საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონ ოვანეს მანუკიანის საუკეთესო სურვილები. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები თბილისიდან, სამცხე- ჯავახეთის ყველა რაიონიდან, წალკასა და ბათუმიდან.
|
დაწვრილებით...
|
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას აქვს ოთხენოვანი ვებ-გვერდი http://armenianchurch.ge ასევე „ჰაიარტუნ“ სახელწოდებით თავისი გვერდები - 0dnoklassnik.ru და facebook.com სოციალური ქსელებში. ეს გვერდები, სომხურ, ქართულ. რუსულ და ინგლისურ ენებზე ინფორმაციის გავრცელებით, არა მხოლოდ საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და მასთან მოქმედი „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის ჭეშმარიტი სარკეა, არამედ მთავარ საკათედროს წმიდა ეჯმიაწინის, სომხეთის რესპუბლიკისა და სომხური დიასპორის საქმიანობის შესახებ ახალი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების შესანიშნავი წყარო. ამ გვერდებს ათასობით ვიზიტორი ჰყავს. ელექტრონული საინფორმაციო სამსახურის პასუხისმგებლის ვალერი ბადალიანის თანმიმდევრული მუშაობის წყალობით ცნობილი გახდა „ჰაიარტუნ“ გვერდის ვიზიტორის, ლინკების გამავრცელებლის და მისთვის like ღილაკზე ყველაზე ხშირად დამჭერის ვინაობა. ეს თბილისში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდა სერგეი ჩარუხჩიანია.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 201 202 203 204 205 206 207 208 209 210 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 207, სულ 280 |