1geo

fb you od

სერგეი ჩარუხჩიანი სოციალური ქსელის „ჰაიარტუნ“ გვერდის ყველაზე აქტიური მონაწილეა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

sergey

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას აქვს ოთხენოვანი ვებ-გვერდი http://armenianchurch.ge ასევე „ჰაიარტუნ“ სახელწოდებით თავისი გვერდებ - 0dnoklassnik.ru და facebook.com სოციალური ქსელებ. ეს გვერდები, სომხურ, ქართულ. რუსულ და ინგლისურ ენებზე ინფორმაციის გავრცელებით, არა მხოლოდ საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და მასთან მოქმედი „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრი ჭეშმარიტი სარკეა, არამედ მთავარ საკათედროს წმიდა ეჯმიაწინის, სომხეთის რესპუბლიკისა და სომხური დიასპორის საქმიანობის შესახებ ახალი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების შესანიშნავი წყარო. ამ გვერდებს ათასობით ვიზიტორი ჰყავს. ელექტრონული საინფორმაციო სამსახური პასუხისმგებლის ვალერი ბადალიანის თანმიმდევრული მუშაობის წყალობით ცნობილი გახდა „ჰაიარტუნ“ გვერდის ვიზიტორის, ლინკების გამავრცელებლის და მისთვის like ღილაკზე ყველაზე ხშირად დამჭერის ვინაობა. ეს თბილისში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდა სერგეი ჩარუხჩიანია.

გვერდის ადმინისტრატორის ინიციატივით სერგეი გამოცხადდა „ჰაიარტუნ“ ცენტრში და საზეიმო პირობებში დაჯილდოვდა დიპლომით, მაისურით „ჰაიარტიუნ“ ლოგოთი და სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონში მდებარე მონასტრებში მომლოცველობაზე გამგზავრების ერთი საგზურით.

სერგეი ჩარუხჩიანმა მადლობა გადაუხადა „ჰაიარტუნ“ გვერდს, აქტუალური და ღირებული ინფორმაციის დროულად მიწოდებისა და მისი აქტიურობის დაფასებისათვის.

 

aaaaaaaaaaaa628684593880591 4826240506703105019 n dfdf482624050670310501sds9 n 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)