1geo

fb you od

აჭარის ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების მოსწავლეებმა ჩააბარეს გადასასვლელი და გამოსაშვები გამოცდები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

qnnutiun

ბათუმის "სურბ მესროპ მაშტოც" და ქობულეთის "ვრამშაპუჰ“ სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების მოწაფეებმა მიმდინარე წლის 7 ივნისს „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში ჩააბარეს კლასიდან კლასში გადასასვლელი და გამოსაშვები გამოცდები. გამოცდებთან დაკავშირებით ბათუმში იყო ჩასული საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი. გამოცდები მიიღეს ერთდღიანი სკოლების მასწავლებლებმა: სონა ჰოვანისიანმა, დიანა ჰაკობიანმა, გაიანე ვარდანიანმა და დიანა ქეიანმა.

დაწვრილებით...
 
ბათუმის სომხურ სათვისტომოში საზეიმოდ აღინიშნა საიათნოვას „ვარდატონის“ 100 წლის იუბილე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

vardaton

ბათუმის სომხურმა სათვისტომო, ადგილობრივი „სურბ ფრკიჩ“ ("წმინდა მაცხოვრის") ეკლესიის სულიერი მოძღვრის, მღვდელ არარატ გუმბალიანის ინიციატივით, 7 ივნისს ბათუმის მე- 9 სკოლაში ჩაატარა საიათნოვას „ვარდატონის“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.

დაწვრილებით...
 
ჯავახეთიდან ჩამოსული მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

gl

"ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის აიონის სომხებით დასახლებულ სოფლებში: მერენიაში, ბუძავეთსა და ქოჩიოში მივლინებული ქართული ენის მასწავლებლები ხათუნა სტეფლიანი, მარეხი მერკვილაძე, თამარ იაკობაშვილი და თამარ მელიქიძე უკვე წელიწადნახევარია მუშაობენ ადგილობრივ სკოლებში და ასწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას.

დაწვრილებით...
 
ამაღლების დღესასწაული და კულინარული კონკურსი ნინოწმინდაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

10366131 1427673380830796 2993506629658848480 n

29 მაისს , ამაღლების დღესასწაულის საღმრთო ლიტურგიის შემდეგ „რაფაელ ჯავახ“ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ გაიხსნა ახალგაზრდა მხატვრების არმან თოროსიანისა და ჰრაჩია საფარიანის ფერწერულ ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ჯავახეთის სომხურ ეკლესიებს. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მოსახლეობა, ცენტრის აღსაზრდელები, რაიონის ხელმძღვანელობა. შემდეგ დღესასწაულმა გადაინაცვლა ქალაქის მუსიკალურ სკოლაში, სადაც გაიმართა კულინარული ხელოვნების გამოფენა-კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდა 6 გუნდი, რომელთაგან ოსტატობით თავი გამოიჩინეს ნინოწმინდის მესამე, სათხადიდი ხანჩალის საჯარო სკოლების გუნდებმა. გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, სუვენირებით, ყველა მონაწილე კი - სიგელითა და საჩუქრი. ღონისძიება ორგანიზებული იყო „სურბ სარგის“ ეკლესიის, „რაფაელ ჯავახ კულტურულ-საგანამანათლებლო ცენტრისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განათლებისა და სპორტის სამსახურის მიერ.

დაწვრილებით...
 
ნათლობა ჯავახეთის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

knunq

უკვე 2 ლია ჯავახეთის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატთან მოქმედებს სარეაბილიტაცი ცენტრი, სადაც კვირაში სამჯერ ბავშვებს სპეციალური გაკვეთილები უტარდებათ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ორმაგად სადღესასწაულო იყო სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელთათვის.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 201 202 203 204 205 206 207 208 209 210 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 202, სულ 280