1geo

fb you od

ბათუმის სომხურ სათვისტომოში საზეიმოდ აღინიშნა საიათნოვას „ვარდატონის“ 100 წლის იუბილე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

vardaton

ბათუმის სომხურმა სათვისტომო, ადგილობრივი „სურბ ფრკიჩ“ ("წმინდა მაცხოვრის") ეკლესიის სულიერი მოძღვრის, მღვდელ არარატ გუმბალიანის ინიციატივით, 7 ივნისს ბათუმის მე- 9 სკოლაში ჩაატარა საიათნოვას „ვარდატონის“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.

ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ეკლესიის კულტურულმა წრეებმა. საიათნოვას სიმღერების მშვენიერი შესრულებებით გამოვიდა „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის „აღბიურ“ საბავშვო გუნდი (ქორმაისტერი: რუზანა ჰოვანისიანი). სომხურ და ქართულ ენებზე წაკითხული ლექსებით ღონისძიება დაამშვენეს ბათუმის „სურბ მესროპ მაშტოც“ საკვირაო სკოლის მსმენელებმა (მასწავლებელი: სონა ჰოვანსიანი), სომხური ცეკვების ლამაზი შესრულებით გამოვიდა „ჰეღნარ“ ქორეოგრაფიული ანსამბლი. ზეიმის სამხატვრო ხელმძღვანელობა ეკუთვნოდა მე-9 სკოლის მასწავლებელ სათენიკ დანიელიანს.

დარბაზში ადგილები ეკავათ სკოლის დირექციას, მშობლებს, სტუმრებს. ღონისძიებას ესწრებოდა აჭარაში, გურიასა და იმერეთში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული არამ გრიგორიანი.

ცერემონიის დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა უსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა დამსწრეები და მონაწილეები. დარბაზი მორთული იყო საიათნოვას საყვარელი და „ვარდატონის“ სიმბოლოდ გამოცხადებული ულამაზესი წითელი ვარდებით, ენთო სანთლები. ეპიზოდებით წარმოდგენილი იყო ანასა და საიათნოვას სიყვარულის ლეგენდის ისტორია.

დღესასწაული დამშვენებული იყო სიყვარულის დიდი მგოსნის ლექსების ხიბლით, სუფევდა უკვდავი მეგობრობის ატმოსფერო.

10428797 465884943514331 1683122815 n 10438675 465886023514223 673253510 n 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)