1geo

fb you od

ცხონებული სარგის დარჩინიანის ხსოვნის საღამო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

hush ereko 

40 დღის წინ თბილისელმა სომეხმა საზოგადოებამ დაკრძალმისი უბადლო თანამემამულე, სარგის დარჩინიანი. ქალაქ თბილისის ისტორიის სომხური კვალის შემსწავლელი დიდი არქივისტი წავიდა და შეუერთდა ერის სხვა თავდადებულებს.

 ამა წლის 8 ნოემბერს თბილისის სომეხი საზოგადოების წარმომადგენლები, სარგის დარჩინიანის ნათესავებთან ერთად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოების თანხლებით ეწვივნენ თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, სადაც განისვენებს დიდი მამულისშვილი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით სულის სიმშვიდის წირვა აღევლინა, საფლავი ყვავილებით შეამკეს, ქედი მოიხარეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

იმავე დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა სარის დარჩინიანის ხსოვნის საღამო. ღონისძიება ინიცირებული იყო საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირისა და „ლორვა ძორ“ კავშირის მიერ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის მხარდაჭერით და პატრონაჟით. ხსოვნის საღამოს ესწრებოდნენ: სომხური არქიტექტურის შემსწავლელი ფონდის ხელმძღვანელი სამველ კარაპეტიანი, „ლორვა ძორ“ კავშირის პრეზიდენტი სერგეი ერიციანი, ისტორიკოს-ეკლესიათმცოდნე რუბენ ნაჰატაკიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ვაჰაგნ აფიანი, მრჩეველი ლევონ თორგომიანი, სარგის დარჩინიანის ქვრივი - ქალბატონი ასია, ნათესავები, ნაცნობები, მისი მოღვაწეობის დამფასებლები.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანის წინადადებით, დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სარგის დარჩინიანის ხსოვნას, შემდეგ სარგის დარჩინიანი ადიდეს და დამსწრეებს დიდი არქივისტის შესახებ მოგონებები გაზიარეს მერუჟან შაუმიანმა, ესაი აბოვიანმა, ენოქ თადევოსიანმა, არტემ გრიგორენცმა და სხვ.

დიდია სარგის დარჩინიანის შესრულებული საქმე მისი ქალაქის ისტორიის სომხური კვალის თაობებისთვის გადაცემის საქმეში, ღრმა არის მისი გარდაცვალებით მოყენებული ტკივილი, - აი ეს აზრია გადმოცემული ახალგაზრდა რეჟისორის, ნიკ აკოპოვის, სარგის დარჩინიანისადმი მიძღვნილ ფილმში, რომელიც დამსწრეებმა აღელვებულებმა იხილეს.

სომხური არქიტექტურის შემსწავლელი ფონდის თავმჯდომარემ სამველ კარაპეტიანმა, რომელიც ათწლეულები თანამშრომლობდა სარგის დარჩინიანთან, ისაუბრა არქივისტის მოღვაწეობაზე, რომლის შედეგიც დღეს წარმოადგენს ქალაქ თბილისის სომხების კუთვნილი 12 ათასი კერძო სახლის სრულყოფილი კვლევა, სომხებით დასახლებული ორი უბნის - სოლოლაკისა და ავლაბრის ისტორიის, არქიტექტურის კვლევა. ისტორიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა სარგის დარჩინიანის თავდადებული მოღვაწეობით შეგროვებული საარქივო მემკვიდრეობის ერის საკუთრებად ქცევის საჭიროება.

თავის გამოსვლაში „ლორვა ძორ“ კავშირის თავმჯდომარემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა სერგეი ერიციანმა, სარგის დარჩინიანის შესრულებული სამუშაო შეადარა ერთი მთელი ინსტიტუტის მოღვაწეობას, რომელიც ამ უნიკალურმა ერის ერთგულმა პიროვნებამ შეასრულა მარტო, მიუხედვად სიძნელეებისა და დაბრკოლებებისა. მან გულისტკივილით წარადგინა მისი ხელმძღვანელობით მოღვაწე საზოგადოების მხარდაჭერით გამოქვეყნებული სარგის დარჩინიანის წიგნი „თბილისი: სომხური ეტიუდები“, რომლის მხოლოდ ლექტრონული ვერსიის დანახვისა და გახარების საშუალება ჰქონდა ავტორს. გამომსვლელმა დასძინა, რომ დარჩინიანის შესრულებული უზარმაზარი საქმის პატარა დაფასებაა აღნიშნული წიგნის გამოცემა და სრ დიასპორის სამინისტროს მიერ 2012 წელს „არშილ გორკი“ მედლით დაჯილდოება.

საქართველოში სომეხთა კვალის აღმოჩენის საქმეს მიუძღვნა მემატიანემ მთელი შეგნებული ცხოვრება, შეძლო თბილისში სომხური ცივილიზაციის წარმოჩენა სომეხი ადამიანის კეთილშობილური იერით, თავისი აღმოჩენები გახდა ამ ქალაქის უძლიერესი ადამინი, - ასეთია სარგის დარჩინიანი ისტორიკოს-ეკლესიათმცოდნე რუბენ ნაჰატაკიანისთვის, რომელიც ერევანში ხშირად მასპინძლობდა, დიდი ინტერესით უსმენდა მის საუბრებს მოღვაწეობის ახალი სფეროების და აღმოჩენების შესახებ.

ღონისძიების   დასასრულს დამსწრეები დალოცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, მაღალი შეფასება მისცა ხსოვნის საღამოს, მადლიერების სიტყვით მიმართა ყველას, ვინც სიცოცხლეში მხარს უჭერდა და გვერდში ედგა სარგის დარჩინიანს. ეპარქიის წინამძღვარმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ერის დიდებულთა დროზე შენიშვნისა და დაფასების საჭიროებას და გამოაცხადა, რომ სარგის დარჩინიანის ათწლეულების განმავლობაში შეგროვებული მთელი არქივი გადაეცემა სამველ კარაპეტიანს, რომლის ხელმძღვანელობით მისი შესწავლის შემდგომ, გადაეცემა სრ ეროვნულ არქივს.

ხსოვნის საღამო სარის დარჩინიანის სანუკვარ ცხოვრების გაშუქების ლამაზ გვერდად იქცა.
 

IMGP5759 IMGP5832 IMGP5855  

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)