2016 წლის პირველი საუფლო დღესასწაული - ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაული, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა დიდი ზეიმით. 5 იანვრის საღამოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღევლინა წინასადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია. საღმრთო ლიტურგიის დროს თბილისში, ბათუმში, ჯავახეთის სომხურ ეკლესიებში მქადაგებელმა მღვდლებმა იქადაგეს დღის საიდუმლოს შესახებ. ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგიის დამსწრე მორწმუნეებმა ეკლესიაში დანთებული ლამპრებით სახლში წაიღეს წმინდა შობის ხარება და ღვთაებრივი ნათელი.
|
დაწვრილებით...
|
|
2015 წლის 28 დეკემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სომხეთის ეპისკოპოსს, ვაზგენ მირზახანიანს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 28 დეკემბერს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საახალწლო საჩუქრები გაუგზავნა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის რეგიონის საეპისკოპოსოს, საზღვრისპირა დასახლებების მოსწავლეთათვის გადასაცემად.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 26 და 27 დეკემბერი საქართველოს „საზრიანთა კლუბისთვის“ (თავმჯდომარე არტაკ აივაზიანი) ინტერესებით აღსავსე საკონკურსო დღეები იყო. ტურნირი გრძელდებოდა დაახლოებით სამი თვის განმავლობაში და ყოველ შაბათ დღეს ახალ გუნდებს აერთიანებდა თავის გარშემო. 2015 წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო გუნდებმა „ვასპურაკან“, კაპიტან დავით ხარაზოვის, „მატიან გუნდ“, კარენ ჰოვანისიანის, "კილიკია", ჰრაჩია სურმალიანის, „ურარტუ“, ჰარუთიუნ ირიციანის, „ალიქმედია“, არსენ ხარატიანის ხელმძღვანელობით.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეზო სავსე იყო ბავშვებით, რომლებიც მოვიდნენ შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო გამოფენის დასათვალიერებლად და კონცერტზე დასასწრებად. ღონისძიება მიჰყავდათ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალგაზრდული კავშირის წარმომადგენლებს ჰარუთიუნ კარახანიანსა და ანაჰიტ ბარბარიანს.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 141, სულ 280 |