1geo

fb you od

წმინდა შობისა და ნათლისღების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Surb Cnund 

2016 წლის პირველი საუფლო დღესასწაული - ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაული, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა დიდი ზეიმით. 5 იანვრის საღამოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღევლინა წინასადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია. საღმრთო ლიტურგიის დროს თბილისში, ბათუმში, ჯავახეთის სომხურ ეკლესიებში მქადაგებელმა მღვდლებმა იქადაგეს დღის საიდუმლოს შესახებ. ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგიის დამსწრე მორწმუნეებმა ეკლესიაში დანთებული ლამპრებით სახლში წაიღეს წმინდა შობის ხარება და ღვთაებრივი ნათელი.

6 იანვარს დილიდან სადღესასწაულო განწყობა გაგრძელდა. სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ყველა ეკლესიაში აღევლინა საღმრთო ლიტურგია. ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა ეპარქიალურმა ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა.

ბათუმის მორწმუნეებით სავსე „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე და აპარატის წარმომადგენელი მაქსიმ დუმბაძე. სტუმრებმა ბათუმელ სომხებს მიულოცეს ქრისტეშობა და ნათლისღება.

მარნეულის რაიონის და მიმდებარე სოფლების და ქვემო ქართლის რეგიონის სულიერი მოძღვრის არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის წინამძღოლობით სომხურ თემებში შესრულდა წყალკურთხევის ცერემონიები.

საზეიმო განწყობა იყო მორწმუნეებით სავსე თბილისის „სურბ გევორგ“ და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში. „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. საზეიმო საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მინისტრის მოადგილე ბესარიონ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ აგლაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი, საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველის მოადგილე კობა ჩოპლიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები რუსლან პოღოსიანი, სერგო რატიანი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი იასინ ალიევი, პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწეები, სათვისტომოს სტრუქტურათა ხელმძღვანელები, მორწმუნეები.

საშობაო ლიტურგიას თავის დასწრებით პატივი დასდეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იური ვარდანიანმა და მისმა მეუღლემ, ესწრებოდნენ ასევე საელჩოს დიპლომატები.

საღმრთო ლიტურგიის დროს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა გააჟღერა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II- ის საშობაო მიმართვა.

საღმრთო ლიტურგიის ბოლოს ეპარქიის წინამძრვრის წინამძღოლობით შესრულდა წყალკურთხევის ცერემონიალი.

წირვის დასრულების შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს მიულოცა შობა-ახალი წელი და მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სახელმწიფოსა და მთავრობის წარმომადგენლებს საღმრთო ლიტურგიაზე დასწრებისათვის. წინამძღვარმა მოკლე ისტორიული მიმოხილვით ხაზი გაუსვა იმავე რელიგიისა და კულტურის მატარებელი ხალხების ათასწლეულების ისტორიის მქონე ძმურ ურთიერთობებს, სომხური და ქართული ეკლესიების მეგობრობას. წინამძღვარი მიესალმა მუსლიმური თემის წარმომადგენლის დასწრებას, რაც საქართველოში ტოლერანტობისა და მრავალრელიგიური თანამშრომლობის დემონსტრირებაა.

საქართველოს ხელისუფლების სახელით სომეხ მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქალბატონმა თინათინ ხიდაშელმა.

იმავე დღეს, "ჰაიარტუნ" ცენტრში გაიმართა სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის ორგანიზებული ტრადიციული ქადის ფესტივალი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში საშობაო ზეიმი გაშუქდა სხვადასხვა ქართული მედიასაშუალებით.

DSC04940 DSC04996 DSC04981 

DSC04966 12487250 940788329333495 438632374780699497 o 12465819 941079699304358 2837021397995817569 o 

10623409 439460936243943 7107656472636855835 o 12401664 439721869551183 5263117766044910340 o 12471605 439461046243932 6360317834382721188 o 

12489264 439721742884529 6156996422924397723 o 12402128 1642622049335927 1341759577597362960 o 12471387 1642621329335999 4760888855445710084 o 

12486084 1642621422669323 105819251663039879 o IMG 3220 IMG 3228

IMG 3237 IMG 3223 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)