1geo

fb you od

პირველი ჯვრისწერა ახლად ნაკურთხ „სურბ გევორგ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

stGevorg 

2015 წლის 1 ნოემბერს, დილიდან ხალხმრავლობა იყო თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში. თბილისის სომხობამ მონაწილეობა მიიღო საკვირაო საღმრთო ლიტურგიაში, რომელიც ხელახლა ნაკურთხ ეკლესიაში აღასრულა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

დაწვრილებით...
 
სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის მიერ აღესრულა „სურბ გევორგის“ საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

St Gevorg 

2015 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის მიერ აღესრულა „სურბ გევორგის“ საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევის წესი, რომელსაც ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მეუღლესთან ერთად, ეკლესიის რესტავრაციის ფონდის დონორები და შემომწირველები, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირები, პარლამენტის და ეროვნული ასამბლეის დეპუტატები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები, საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები, საქართველოში მოქმედი რელიგიური თემების ლიდერები.

დაწვრილებით...
 
სურბ გევორგის საკათედრო ტაძრის „დრნბაცექის“ (კარის კურთხევის) წესი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

D St Gevorg 

2015 წლის 30 ოქტომბერს, ჭეშმარიტად ისტორიული დღე იყო საქართველოს სომეხთა ცხოვრებაში. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ეკლესიის ეზოში უამრავი მორწმუნე იყო შეკრებილი. ორი წლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, თბილისის საკათედრო „სურბ გევორგ“ ეკლესიამ კარი გაუხსნა მრევლს, გარემონტებული საეპისკოპოსოთი, კეთილმოწყობილი ეზოთი და გაფართოებული სივრცით.

დაწვრილებით...
 
ნაწილობრივ გარემონტდა შაუმიანის „სურბ კირაკი“ უძველესი სამლოცველო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMG 25 

2015 წლის 25 ოქტომბერს, ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის რაიონის და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდის მონაწილეობით, სოფელ კარმირის „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოში აღავლინა საკვირაო საღმრთო ლიტურგია.

დაწვრილებით...
 
პასტორალური ვიზიტი ქვემო ქართლის თეთრიწყაროს რაიონის სომხურ თემებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMG 228 

2015 წლის 8 ოქტომბერს, ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის რაიონის და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა და თბილისის “სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა პასტორალური ვიზიტი შეასრულეს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში - დურნუკ, სამშვილდე და სამღრეთი.

ბოლოს განახლდა კვირა, 25 ოქტომბერი 2015 12:15
დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 147, სულ 280