1geo

fb you od

ეჯმიაწინის მერიის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC 

2015 წლის 13-14 ოქტომბერს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის ეჯმიაწინის დელეგაცია, ქალაქის მერის - კარენ გრიგორიანის ხელმძღვანელობით.

დაწვრილებით...
 
წმინდა ეჯმიაწინის მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC041 

2015 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა „წმინდა ეჯმიაწინის მხატვრები თბილისში“ სახელწოდებით გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ქალაქის ტრადიციულ "თბილისობის" დღესასწაულს და გაიხსნა "მცხეთობის“ დღესასწაულის დღეს. გამოფენა იქცა „თბილისის სომეხი მხატვრები მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში“ გამოფენის გაგრძელებად. გამოფენა მოეწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს და ეჯმიაწინის მერიის ინიციატივით, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით. გახსნის ცერემონიაზე სპეციალურად ჩამოვიდნენ სომხეთის რესპუბლიკის ეჯმიაწინის დელეგაცია, ქალაქის მერის - კარენ გრიგორიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჭუაშვილი.

დაწვრილებით...
 
ხელახლა აკურთხეს დიდი არაგიალის „სურბ ხაჩ“ ეკლესია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

7361351 

2015 წლის 12 ოქტომბერს, მხიარული განწყობა იყო ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდ არაგიალში. ადგილობრივებს და სტუმრებს კარი გაუხსნა ქველმოქმედ არტურ და აიდა ისოიანების შემოწირულობით მთლიანად რეკონსტრირებული, 1830 წელს დაარსებულმა „სურბ ხაჩ“ ეკლესიამ, კეთილმოწყობილი ეზოთი და მიმდებარე ტერიტორიით. ეკლესია აღადგინეს არქიტექტორ აზატ მღდესიანის პროექტით, დიზაინის ავტორია არმენ ღუკასიანი, ქანდაკება ეკუთვნის გევორგ მნაცაკანიანს.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში წმინდა მირონით წყლის კურთხევის ცერემონიალი შესრულდა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC0418 

2015 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განკარგულებით, ეპარქიის ეკლესიებში ახლად ნაკურთხი მირონით შესრულდა წყლის კურთხევის ცერემონიალი. ყველგან - თემებში, რაიონებსა და ქალაქებში, სულიერი მამების მიერ წყლის კურთხევას ესწრებოდა უამრავი ადამიანი.

დაწვრილებით...
 
წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0 

2015 წლის 10 ოქტომბერს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ აღნიშნა წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების დღესასწაული. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში სათანადოდ აღინიშნა სომეხი ადამიანის ყველაზე სანუკვარი და საყვარელი ეროვნულ-საეკლესიო ეს დღესასწაული და ყველა ეკლესიაში აღავლინეს საღმრთო ლიტურგია.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 149, სულ 280