2015 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის საკათედრო „სურბ გევორგ“ ეკლესიის კანდელაკმა მღვდელმა ღევონდ თოფაშიანმა პასტორალური ვიზიტი შეასრულა მარნეულის რაიონის სომხურ თემებში. სოფელ გიულიბახის მოედანზე ის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა, მოუწოდა სახერიბისეული მცნებებითა და ღვთის რწმენით ცხოვრებისკენ.
|
დაწვრილებით...
|
|
2015 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განკარგულებით, ეპარქიის ეკლესიებში ახლად ნაკურთხი მირონით შესრულდა წყლის კურთხევის ცერემონიალი. ყველგან - თემებში, რაიონებსა და ქალაქებში, სულიერი მამების მიერ წყლის კურთხევას ესწრებოდა უამრავი ადამიანი.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა მეგობრობის სულისკვეთებით აღსავსე შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კარის გახსნა. ეს ტერნოპოლის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის (უკრაინა) ერევნის საგანმანათლებლო- სამეცნიერო ფილიალია, რომელიც სასწავლო დაწესებულებაში სწავლის მისაღებად იწვევს როგორც საჯარო სკოლების მაღალკლასელებს, ასევე ახალგაზრდებს, რომელთაც უმაღლესი განათლების მიღება აქვთ დასახული და ბაკალავრიატ დამთავრებულებს, რომელთაც პროფესიული ცოდნის გაღრმავება სურთ მაგისტრატურაში.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის ტრადიციული "თბილისობის" დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში აღინიშნა თბილისელი სომეხი ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლის, ღვაწლმოსილი პედაგოგის, აქტიური საზოგადო მოღვაწის, ერისღირსეული შვილის აღასი გევორქიანის ლექსების და კუპლეტების სამენოვანი (სომხური, ქართული, რუსული ) "ვიყოთ კეთილი და პატიოსანი" კრებულის პრეზენტაციით. 17 ოქტომბერს, ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შეიკრიბნენ სომხური და ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების სომეხი და ქართველის მოღვაწეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები და თბილისის სომხური საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 13-16 ოქტომბერს, თბილისში იმყოფებოდა სომხეთის სხვადასხვა უწყებათა წარმომადგენლების დელეგაცია. ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, " მიგრაციის სოციალური და ეკონომიკური დადებითი გავლენის გაძლიერება სომხეთის უკეთესი მომავლისთვის " პროგრამის ფარგლებში. ხალხებოს განვითარების საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელ სირენა ფუსკოს და პროგრამის კოორდინატორ კრისტინა აირაპეტიანის ხელმძღვანელობით, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ამ დღეებში თბილისში მიმდინარე „დიასპორის პოტენციალი მივმართოთ სამშობლოსკენ“ სახელწოდებით საქართველოს დიასპორის სამინსტროს ფორუმში. გამოცდილების გაზიარების მიზნით, სომხეთის დელეგაციის წევრებს შეხვედრები ჰქონდათ საქართველოს სხვადასხვა უწყებებში.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 148, სულ 280 |