1geo

fb you od

100 LIVES პროექტის საჩუქარი "ჰაიარტუნ" ცენტრს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Ales 

2015 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ფონდ "სომხეთის განვითარების ინიციატივების“ (IDEA) 100 LIVES (100 სიცოცხლე) ინიციატივის დირექტორ - კოორდინატორ არენ აპიკიანსა და პოეტ, მუსიკოს მარინა ალესსთან.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლები „ილიაობის“ დღესასწაულზე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

6843454 

2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი და მისი თანმხლები პირები ყვარელში დაესწრნენ ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178-ე წლისთავისადმი მიძღვნილ „ილია და რელიგიური შემწყნარებლობა" გამოფენის გახსნას, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიერ.

დაწვრილებით...
 
არმენოლოგიური ჟურნალის პრეზენტაცია „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC0445 

2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში სტუმრობდა ბეირუთის ჰაიკაზიან უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, დოქტორი ანდრანიკ დაქესიანი, ერევნის სომხური კვლევების „ანი“ ცენტრის კოორდინატორის, თათულ ჰაკობიანის თანხლებით. ბეირუთელი არმენოლოგის ვიზიტის მიზანი 950 გვერდიანი ჰაიკაზიან არმენოლოგირი ჟურნალის ამ დღეებში გამოქვეყნებული 35-ე ტომის სომეხი საზოგადოებისათვის გაცნობა იყო.

დაწვრილებით...
 
მგოსნური სიმღერის ზეიმი "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Genrikh 

2015 წლის 7 ნოემბერს, მგოსნური სიმღერა და მელოდიები დანავარდებდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში. თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის სოლისტმა ჰენრიხ პეტროსიანმა ლამაზი განზრახვით და ცენტრის მხარდაჭერით, თბილისის სომხობას უბოძა საქველმოქმედო მხიარული და მშვენიერი საღამო, რომლის დროსაც გაიჟღერა უკვდავი მგოსნების მელოდიებმა.

დაწვრილებით...
 
მიიღეს პირველკლასელის მოწმობა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

104 

თბილისის 104-ე საჯარო სკოლა (დირექტორი: ირინა ჟამკოჩიანი) მდიდარი ისტორიისა და ლამაზი ტრადიციების მქონე საქართველოს სომხურ ენაზე სწავლებით ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულებაა. მშობლიურ ენაზე განათლების მიცემა და სომხური სულისკვეთებით აღზრდა ამ სკოლის მოღვაწეობის პრიორიტეტია, სკოლის, რომელიც ცნობილია მონასტრის სკოლის საპატიო სახელწოდებით. ამ სკოლაში განათლების მიღება საპატიო და საამაყოა ყველა მოსწავლისთვის.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 146, სულ 280