1geo

fb you od

საზეიმო კონცერტი ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეზოში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

javakheti 

2015 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეზო სავსე იყო ბავშვებით, რომლებიც მოვიდნენ შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო გამოფენის დასათვალიერებლად და კონცერტზე დასასწრებად. ღონისძიება მიჰყავდათ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალგაზრდული კავშირის წარმომადგენლებს ჰარუთიუნ კარახანიანსა და ანაჰიტ ბარბარიანს.

ლამაზი გამოსვლებით კონცერტი დაამშვენეს ვაჩიანისა და ბარალეთის ცეკვის ანსამბლებმა. სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი: ხალხური ცეკვის შეუდარებელი შემსრულებელი ნასლეტ ქეიანი.

 ღონისძიებაზე გამოვიდნენ ასევე სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის საკვირაო სკოლის აღსაზრდელები და ინდივიდუალური შემსრულებლები. კონცერტს მშვენიერი შესრულებებით განსაკუთრებული ელფერი შესძინა ახალქალაქის ქართული საჯარო სკოლის ცეკვის ანსამბლმა, სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი: გიორგი მეტრეველი.

 ღონისძიება აკურთხეს ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა და დეკანოზმა ეღიშე ჰარუთიუნიანმა.

ღონისძიება ნათელი ფერებით შეივსო, როდესაც ბავშვებს მოულოდნელად ესტუმრნენ ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა, რომლებმაც მათ ნაირფერი ბუშტები და საახალწლო საჩუქრები მოუტანეს.

735994 436586633198040 5566740646435101483 o 1052861 436586646531372 665417684793549391 o 1491575 436588076531229 3169653344547143815 o 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)