საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ტრადიციად იქცა წმინდა შობისა და ნათლისღების დღესასწაულის აღნიშვნა სომხური ქადის ფესტივალით.
2016 წლის 6 იანვარს, საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით და "ჰაიარტუნ" ცენტრის მხარდაჭერით, გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიამართა სომხური ქადის ფესტივალი. დარბაზის გასწვრივ ჩამწკრივებულ მაგიდებს ამშვენებდა თბილისელი სომეხი ქალბატონების მარჯვე ხელებით და გულის სითბოთი გამომცხვარი ქადის სხვადასხვა სახეობა.
თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა აკურთხა მაგიდები, დამსწრეებს მიულოცა შობის დღესასწაული და მათ გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის საუკეთესო სურვილები.
საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის თავმჯდომარემ, სუსანა ხაჩატრიანმა, ისაუბრა სომხური ტრადიციული ქადის სახეობებზე და მათ განსხვავებებზე, რეგიონების მიხედვით, ხაზი გაუსვა თაობებისთვის ჩვენი ტრადიციების გადაცემის საჭიროებას. მან ფესტივალში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა თბილისელ ქალბატონებს.
სომხური ქადით გამასპინძლება მიმდინარეობდა "ჰაიარტუნ" ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ გუნდის (ქორმაისტერი: მარია აბულიანი, პიანისტი: კარენ მირზოიანი), სოლისტების - ანი ჰოვანისიანის, მარიანა საჰაკიანის, ანი თოროსიანის, რუზანა მიქაელიანის, სოფა ვოსკანიანის, ინა აზიზბეკიანის და სხვების ლამაზი შესრულებების თანხლებით.
ფესტივალმა "ქადა -2016", რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, ჩაიარა მხიარული სიმღერითა და მუსიკით, რამაც შეავსო დამსწრეთა სადღესასწაულო განწყობა.
|