ოფიციალური ერევანი საერთაშორისო საზოგადოებას მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ ქმედებებზე პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
|
დაწვრილებით...
|
|
2016 წლის 10 აპრილს, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, საპატიო წინამძღოლობით შესრულდა პანაშვიდის ცერემონია მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სომხურ-აზერბაიჯანულ შეხების ხაზზე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სულების სიმშვიდისათვის. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, სათვისტომოს მოღვაწეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, უამრავი მოწმუნე.
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 9 აპრილს, თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლების მონაწილეობით და ეპარქიის მღვდელმსახურების - მღვდელ ნარეკ ღუშჩიანის და მღვდელ ღევონდ თოფაშიანის ხელმძღვანელობით, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 აპრილს, დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ხაჩქართან (ქვა-ჯვარი) შეასრულეს პანაშვიდის ცერემონია. სულიერ პირთა მიერ აღევლინა ლოცვა „ჰოგვოც“, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის დაღუპული 21 უდანაშაულო ადამიანის ხსოვნის უკვდავსაყოფად.
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 2 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში საპატიო ადგილები ეკავათ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატებს, სათვისტომოს სტრუქტურათა წარმომადგენლებს, კლასიკური მუსიკის სპეციალისტებს და შემფასებლებს, თბილისის საზოგადოებრიობის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს.
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 31 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ორგანიზებული მორიგი ღონისძიება მიეძღვნა დიდი სომეხი პოეტის, პროზაიკოსის, საზოგადო მაღვაწის - ავეტიკ ისააკიანის, დაბადების 140 წლისთავს. ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოს ინიციატორი ეპარქიის „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი პედაგოგი როზა ზორაბიანი იყო.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 132, სულ 280 |