2016 წლის 2 მარტს, სომხური სამოციქულო წმიდა ეკლესიის კალენდრით, დიდი მარხვა გაშუალედდა, და ვინაიდან 24-ე დღეა, მას ეწოდება მიჯინქ (შუალედი). რელიგიურ დღესასწაულებთან შერწყმული ხალხური ტრადიციები ახალ სიცოცხლისუნარიანობას შეჰმატებენ მორწმუნეთა ცხოვრებას, ამიტომაც გასაგებია ის სადღესასწაულო განწყობა, რომელიც სუფევდა ამ დღეს თბილისის სომხურ ეკლესიებში. „სურბ გევორგ“ საკათედრო და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში სულიერი მამების ხელმძღვანელობით, სათანადოდ იყვნენ მომზადებულნი დღესასწაულისთვის.
|
დაწვრილებით...
|
|
2016 წლის 2 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატი სათანადოდ იყო მომზადებული დიდი მარხვის გაშუალედების - მჯინქის, დღესასწაულისათვის. ტრადიციის თანახმად, ათეული მონაწილე ახალქალაქსა და მიმდებარე სოფლებიდან ეკლესიაში იყო მისული ჯავახური ქადებით.
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 28 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში, საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ შესრულდა სუმგაითის ხოცვის მსხვერპლთა ხსოვნის პანაშვიდი.
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 25-27 თებერვალს, , თბილისს ეწვია UWC საერთაშორისო კოლეჯების გაერთიანების დილიჯანის კოლეჯის სტუდენტთა ჯგუფი. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის საინტერესო იყო მრავალკონფესიური და მრავალეროვანი თბილისის დათვალიერება, თავისი მდიდარი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. სტუდენტებმა ორო დღის განმავლობაში დაათვალიერეს ძველი თბილისი, იყვნენ აბანოთუბანში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, იყვნენ მცხეთაში, ჯვრის მონასტერში, თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სანთლები დაანთეს „სურბ გევორგ“ საკათედრო სომხურ ეკლესიაში.
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 26 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში გაიმართა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის ღონისძიებების საკოორდინაციო რეგიონალური საქართველოს კომიტეტის 2015 წლის მოღვაწეობისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის შესრულებულ სამუშაოთა წლიური საანგარიშო კრება.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 136, სულ 280 |