1geo

fb you od

დილიჯანის კოლეჯის სტუდენტები თბილისს ეწვივნენ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP01063 

2016 წლის 25-27 თებერვალს, , თბილისს ეწვია UWC საერთაშორისო კოლეჯების გაერთიანების დილიჯანის კოლეჯის სტუდენტთა ჯგუფი. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის საინტერესო იყო მრავალკონფესიური და მრავალეროვანი თბილისის დათვალიერება, თავისი მდიდარი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. სტუდენტებმა ორო დღის განმავლობაში დაათვალიერეს ძველი თბილისი, იყვნენ აბანოთუბანში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, იყვნენ მცხეთაში, ჯვრის მონასტერში, თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სანთლები დაანთეს „სურბ გევორგ“ საკათედრო სომხურ ეკლესიაში.

საქართველოს დათვალიერებისას სტუმრებს თან ახლდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების პროგრამების კოორდინატორი ნინა სეროპოვა.

ახალგაზრდები ეწვივნენ "ჰაიარტუნ" საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც გაიმართა შეხვედრა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან.

დედაქალაქ თბილისში დილიჯანის საერთაშორისო კოლეჯის სტუდენტების ვიზიტს მიესალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის სომხური თემების სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი და ახალგაზრდებს წარუდგინა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საქმიანობა.

სტუდენტებმა ინტერესით მოისმინეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძის ლექცია თემაზე: "საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება".

ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების პროგრამების კოორდინატორმა ნინა სეროპოვამ ახალგაზრდებს უამბო "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის ახალგაზრდობის განყოფილების საქმიანობა და მომავლის გეგმები.

შეხვედრა გაიმართა აქტიური კითხვა-პასუხის ფორმატში.

PS: UWC დილიჯანის კოლეჯი 2014 წელს გახსნილ ორ ახალ კოლეჯთაგან ერთ-ერთია, რომელიც ქველმოქმედების - რუბენ ვარდანიანის, ვერონიკა ზონაბენდის და მათი კოლეგების, კერძო პირების და ორგანიზაციების, ერთობლივი პროექტია. UWC დილიჯანის კოლეჯი პოსტ-საბჭოთა სივრცეში UWC განათლების ქსელის პირველი საერთაშორისო კოლეჯია და ამჟამად ის მასპინძლობს მოსწავლეებს 63 ქვეყნიდან, მათ შორის ევროპიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან. UWC-ში, ისევე როგორც სხვა უნივერსიტეტებში, სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ აღიარებული სასწავლო გეგმით „საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომი“ (IB Diploma) .

IMGP0003 IMGP0020 IMGP0024 

IMGP0045 IMGP0033 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)