1geo

fb you od

ბათუმის გუნდი „მასისი“ "საზრიანთა კლუბის" 2015 წლის გამარჯვებული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC04 

2015 წლის 26 და 27 დეკემბერი საქართველოს „საზრიანთა კლუბისთვის“ (თავმჯდომარე არტაკ აივაზიანი) ინტერესებით აღსავსე საკონკურსო დღეები იყო. ტურნირი გრძელდებოდა დაახლოებით სამი თვის განმავლობაში და ყოველ შაბათ დღეს ახალ გუნდებს აერთიანებდა თავის გარშემო. 2015 წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო გუნდებმა „ვასპურაკან“, კაპიტან დავით ხარაზოვის, „მატიან გუნდ“, კარენ ჰოვანისიანის, "კილიკია", ჰრაჩია სურმალიანის, „ურარტუ“, ჰარუთიუნ ირიციანის, „ალიქმედია“, არსენ ხარატიანის ხელმძღვანელობით.

 ლოგიკურ აზროვნებასა და თანმიმდევრულ მსჯელობაზე დაფუძნებული შეკითხვები, რომლებსაც ასე ყურადღებით და გულმოდგინედ არჩევდა და კონკურენტებს წარუდგენდა ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი, მიმართული იყო მონაწილეთა ცოდნის სიღრმის გარკვევისა და დამსწრეთა ცოდნის შევსებისკენ.

კონკურსში ჩაერთო ასევე ბათუმის "სურბ ფრკიჩ“ (წმინდა მაცხოვრის) ეკლესიის ახალგაზრდობის კავშირის გუნდი „მასისი“, კაპიტან პეტროს აბრაჰამიანის ხელმძღვანელობით.

ბათუმიდან ჩამოსული გუნდი 2015 წლის 26 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში და 27 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შეხვდა ტურნირში ჩართულ ყველა გუნდს, დააგროვა ყველაზე მაღალი ქულა და მიიღო ფინალში გამოსვლის უფლება.

27 დეკემბერს, საღამოს, ტურნირის ფინალში გუნდი "მასისი“ შეხვდა 2014 წლის გამარჯვებულ გუნდს, „მატიან გუნდს“.

დაძაბული და ცვალებადი შეხვედრის შემდეგ, დამატებით დასმული შეკითხვის დროს გუნდმა „მასისმა“ 1 ქულის სხვაობით დაამარცხა „მატიან გუნდი“, და დაიმსახურა 2015 წლის „საზრიანთა კლუბის“ გამარჯვებულის საპატიო წოდება.

ჟიურის წევრმა, "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა მიულოცა ბათუმის გუნდს, მიესალმა მათ კონკურსში მონაწილეობისა და თბილისში ჩამოსვლის გადაწყვეტილებას და „ჰაიარტუნ“ ცენტრის სახელით საჩუქრები გადასცა გუნდის საუკეთესო მოთამაშეს.

"მასის" გუნდის სახელით კაპიტანმა პეტროს აბრაჰამიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს, „ჰაიარტუნ“ ცენტრს, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიას, თბილისში ჩამოსვლასა და ტურნირში მონაწილეობაში გუნდისათვის აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის. მან განაცხადა, რომ ახალგაზრდულ კავშირ „ჩვენ მომავალს“ ბათუმში ახლად გახსნილ "ალექსანდრე მანთაშოვის“ სახელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში მსგავსი კონკურსის ორგანიზების განზრახვა აქვს.

"საზრიანთა კლუბი" ახალი - 2016 წლის, „ბრეინ-რინგის“ ტურნირს დაიწყებს 2016 წლის გაზაფხულზე.

DSC04896 DSC04905 DSC04907 

IMGP0163 DSC04900 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)