2014 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა რელიგიური კონფესიების ლიდერებს. შეხვედრას ესწრებოდა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.
|
დაწვრილებით...
|
მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მოქმედი „რელიგიური გაერთიანებების ქონებრივ და ფინანსურ საკითხთა შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის“ პირველი სხდომა. სხდომას ესწრებოდა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი და თემის იურიდიულ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი ლევონ ისახანიანი. კომისიამ რელიგიური გაერთიანებების უშუალო მონაწილეობით განიხილა 11 საკითხი.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში 2014 წლის 19 ოქტომბერს სერიიდან „საკვირაო ფილმები“ გაიმართა „არარატიდან ევროპამდე“ დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ფილმი გაგიკ გინოსიანისა და არსენ ჰაკობიანის სცენარის მიხედვით გადაიღო რეჟოსორმა და ოპერატორმა არტაკ ავდალიანმა. თბილისელი სომეხი მაყურებლისთვის ფილმის წარსადგენად სპეციალურად ერევნიდან ჩამოსული იყო არსენ ჰაკობიანი.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 7-10 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში ჩატარდა საესტრადო სიმღერის IV საერთაშორისო კონკურსი „პიროგოვსკი როსვეტ“, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 17 კონკურსანტი 16 ქვეყნიდან, კონკურსზე საქართველოს წარმოადგენდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის ახალგაზრდა მომღერალი, ჩვენი თანამემამულე ნინა კარაპეტიანი, რომელიც მონაწილეობას იღებს ეპარქიის ყველა ღონისძიებაში. ნიჭიერ მომღერალს მისი საშემსრულებლო ხელოვნების მოსკოვში წარმოჩენის საქმეში ხელი შეუწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიამ.
|
დაწვრილებით...
|