2014 წლის 7 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა თბილისელი სომეხი მინიატურისტის, ცნობილი ოსტატის ხაჩატურ ხოსტარიანის ნამუშევართა პერსონალური გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მიერ, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის მხარდაჭერით.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 6 ნოემბერს თბილისის სასტუმრო"ამბასადორში" გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან მოქმედი რელიგიური საბჭოს წევრების შეხვედრა ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამართლებრივ და თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების დირექტორი ლევონ ისახანიანი, ანალიტიკური ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი მილენა ოგანესიანი. შეხვედრას დაესწრო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 4 ნოემბერს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის რეგიონალური საქართველოს კომისიის მორიგი კრება.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 5 ნოემბერს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ქალბატონი სოფიო შამანიდი.
|
დაწვრილებით...
|