1geo

fb you od

მეორადი მასალებისაგან დამზადებული ნაძვის ხეების კონკურსი ეროვნულ ბიბლიოთეკაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

elka 

გარემოს დაცვის თავისებური მოწოდება იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ესთეტიკური აღზრდის მასწავლებლის თამარ სულხანიშვილი ინიციატივით და „ჰაიარტუნ“ ცენტრის (დირექტორი: ლევონ ჩიდილიანი) და საბავშვო ხელოვნების სტუდიის (ხელმძღვანელი: თამარ სულხანიშვილი) თანამშრომლობით ორგანიზებული მეორადი მასალით დამზადებული ნაძვის ხეების გამოფენა-კონკურს. მიზანი: იმის ჩვენება, რომ საახალწლო დღესასწაულის გალამაზება შეიძლება არა მოჭრილი ნაძვებით, არამედ მეორადი მასალით დამზადებული განუმეორებელი ნაძვის ხეებით.

დაწვრილებით...
 
ნერსისიან სკოლის დაარსებიდან 190 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

nersesyan 

2014 წლის 12 დეკემბერსსაქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა ნერსისიან სკოლის დაარსებიდან 190 წლისადმი მიძღვნილი დოკუმენტური მასალის გამოფენა, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო „ჰაიარტუნ“ცენტრის მიერ, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით და გალუსტ გიულბენკიან ფონდის მხარდაჭერით. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ სრ ეროვნული არქივის თანამშრომლები, თბილისის სომხური საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

დაწვრილებით...
 
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და მისი თანმხლები დელეგაციის წევრები ეწვივნენ თბილისის სომხურ ეკლესიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Hovik Abrahamyan 

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 2014 წლის 12 დეკემბერს, სრ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს.

დაწვრილებით...
 
„ნერსეს შნორჰალი“ ახალგაზრდული გუნდის წევრების ვიზიტი თბილისის ეროვნულ მუზეუმში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

museum 

ახალგაზრდა თაობისათვის ქალაქის ისტორიის გაცნობის მიზნით, მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დირექტორივალერი ბადალიანის ხელმძღვანელობით და ქორმაისტერ მარია აბულიანის თანხლებით „ნერსეს შნორჰალი“ ანსამბლის წევრები ეწვივნენ თბილისის ეროვნულ მუზეუმს.

დაწვრილებით...
 
ხსოვნის პანაშვიდი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

earthquake 

2014 წლ 7 დეკემბერს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით აღევლინა საკვირაო საღმრთო ლიტურგია. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იური ვარდანიანი, მეუღლესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, სომხური სათვისტომოს და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 181 182 183 184 185 186 187 188 189 190 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 183, სულ 280