მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თბილისში, ევროპის მოედანზე აღინიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 9 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით წირვა-ლოცვა აღავლინა ახალად ხელდასხმულმა მღვდელმა მამა ღევონდ თოფაშიანმა. თბილისელმა მორწმუნეებმა სიხარული განიცადეს მამა ღევონდის აღვლენილი წირვა ლოცვისა და ქადაგების მოსმენით. შემდეგ მამა ღევონდმა მადლიერების სიტყვით მიმართა მორწმუნეებს.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 9 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საკვირაო წირვა-ლოცვას მოჰყვა „ჰაირტუნ“ ცენტრის (ხელმძღვანელი: ლევონ ჩიდილიანი) და ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) საპროტესტო აქცია, დევიზით „ვარსებობთ და ვიარსებებთ“. სომეხთა გენოციდის მე -100 წლისთავის წინ საქართველოს სომეხთა ეპარქია გამოეხმაურა მარსელის სომხური სათვისტომოს ინიციატივას და შეუერთდა აქციას „#2015RTAG. Recognize The Armenian Genocide“ («# 2015RTAG: ვაღიაროთ სომეხთა გენოციდი), რომელსაც სათავეში უდგანან ანი სტეფანოვა და რიჩარდ ფნდიკიანი.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 9 ნოემბერს თბილისში გაიმართა "გლახო - მეორე სიცოცხლე» კომპაქტ-დისკის პრეზენტაცია. კომპაქტ-დისკი, რომელიც შეიცავს სომეხი მომღერლის, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს დამსახურებული არტისტის გლახო ზახაროვის 6 სომხურ და 6 ქართულ სიმღერას, ნამდვილად გახდა აღმოსავლური სიმღერების აწ გარდაცვლილი საუკეთესო შემსრულებლის, თბილისელი ცნობილი მომღერლის მეორე დაბადება.
|
დაწვრილებით...
|