საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მორწმუნეთა ჯგუფმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ეკლესიის სულიერი მსახურის მამა მანუკ ზეინალიანის წინამძღოლობით მომლოცველობა შეასრულა სტეფანავანის უძველესი მონასტრებისკენ.
|
დაწვრილებით...
|
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვარი მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი და დიაკვანი გევორგ ანტონიანი, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონ თომას პერნიცკის მიწვევით მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დაესწრნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის, რესპუბლიკის 96-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საორგანო მუსიკის საღამოს. ღონისძიება გაიმართა თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკურ საკათედრო ეკლესიაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ ახალგაზრდული ანსამბლი სოლო კონცერტით გამოვიდა ახალციხეში. გასვლითი ღონისძიება მიეძღვნა თბილისობის დღესასწაულს. საზეიმო დღის განწყობა გუნდის წევრებისაგან გადაეცათ ადგილობრივ „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში შეკრებილებს, სადაც განზრახული იყო კონცერტის ჩატარება. ეკლესიის სამღვდელოებისა და სათვისტომოს ძალისხმევით მალევე მოგვარდა ელექტროენერგიის პრობლემა, სულიერი მამების კურთხევის მიღების შემდეგ ეკლესიაში გაავრცელდა სასულიერო და ხალხური სიმღერები „ნერსეს შნორჰალი“ ანსამბლის შესრულებით. ქორმაისტერ მარია აბულიანისა და პიანისტ კარენ მირზოიანის ხელმძღვანელობით ანსამბლის სოლო კონცერტმა დაიმსახურა შეკრებილთა თბილი მიღება.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საქართველოს პარლამენტის წევრის, "ქართული ოცნება" მმართველი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ზაქარია ქუცნაშვილის შეხვედრა საქართველოს სომეხი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 25-26 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისს სტუმრობდა ერევნის მერიის დელეგაცია, ერევნის მერის მოადგილის დავით ოჰანიანის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მერიის აპარატის უფროსი სერგეი მაკარიანი, პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი ჰარუთიუნ ჰაკობიანი და ქალაქ ერევნის აჯაფნიაკ რაიონის გამგებელი არტავაზდ სარგსიანი. 26 ოქტომბერს, საზეიმო ღონისძიებათა ფარგლებში, დელეგაცია ეწვია ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას. სტუმრები დაესწრნენ საკვირაო ღვთისმსახურებას, მოისმინეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ქადაგება დღის საიდუმლოზე, სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს უძველეს სომხურ ტაძარში.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 181 182 183 184 185 186 187 188 189 190 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 189, სულ 280 |