1geo

fb you od

განცხადება 2014 წლის აღწერასთან დაკავშირებით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP6171 

სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საყვარელო შვილებო, 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. ეს ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ. მოგიწოდებთ, რათა აღწერის ფარგლებში ცალსახად აღნიშნოთ თქვენი კუთვნილება სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიისადმი, და აღნიშნოთ ეს შესაბამის ანკეტაში.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი შეხვდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

sa 

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თავის რეზიდენციაში მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. შეხვედრას ესწრებოდასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამართლებრივ და თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების დირექტორი ლევონ ისახანიანი.

დაწვრილებით...
 
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის დარბაზში თბილისური მუზა სუფევდა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

PE1NT5186 

"თბილისო, შენ მუზა ხარ“, ასეთ სათაურს ატარებდა საღამო, რომელიც გაიმართა 2014 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში. ღონისძიების ინიციატორი თბილისში ცნობილი ხელოვანი და კოლექციონერი ალექსანდრე პირადოვი იყო, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირისა და საქართველოს სომეხთა კავშირის მხარდაჭერით. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე ჰენრიხ მურადიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, ხელოვნების და მუსიკის მოყვარული სომეხი და ქართველი საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

დაწვრილებით...
 
სოფელ წითელს ეყოლება ქორეოგრაფიული ანსამბლი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

karmir 

2014 წლ 31 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო გუნდი, ცენტრის წარმომადგენლების და გადამღები ჯგუფის შემადგენლობით ეწვია მარნეულის რაიონის სოფელ წითელს. გასვლითი ღონისძიების მიზანი სომხებით კომპაქტურად დასახლებულ დასახლებებში სომხური კულტურის პოპულარიზაცია და ადგილზე სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების შექმნაა.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხი ახალგაზრდები გაეცნნენ არცახის ისტორიულ და კულტურულ ფასეულობებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Amaras 

2014 წლის 21-23 ოქტომბერ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების 20 აქტიური წევრისგან შემდგარი ჯგუფი, განყოფილების დირექტორის ვალერი ბადალიანის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა მთიანი ყარაბაის რესპუბლიკაში. ვიზიტის მიზანი საქართველოს სომეხთა ეპარქიის გარშემო გაერთიანებული თბილისელი და საქართველოს სომხებით დასახლებული რეგიონების ახალგაზრდებისათვის ისტორიული სომხეთისა და არცახის სულიერი და კულტურული ძეგლებ და არცახის გმირული მოსახლეობის გაცნობა იყო. ვიზიტი განხორციელდა სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეგიდით, რისთვისაც საქართველოს სომეხთა ეპარქია და მისი ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილება მადლობას უხდის სამინისტროს.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 181 182 183 184 185 186 187 188 189 190 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 188, სულ 280