მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა უმასპინძლა საქართველოს იეზიდთა სათვისტომოს სასულიერო საბჭოს თავმჯდომარეს - დიმიტრი პირბარსა და სათვისტომოს წევრს - როსტოვ ამადოვს.
|
დაწვრილებით...
|
|
„წარმავალი თბილისი", - ასე ეწოდება ცნობილი თბილისელი მხატვრის გიორგი მანოიანის გრაფიკულ ნამუშევართა პერსონალურ გამოფენას, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრისა და საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის ინიციატივით 2014 წლის 21 ნოემბერს გაიხსნა ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში. დამთვალიერებლებს წარედგინა ავლაბრის, სირაჩხანის აღმართის, სოლოლაკის, გოგილოს უბნის, ხურშუდიანების, ძეგველოვების, თამამშევების სახლების, პილტოევის ძეგლის, „კარმირ ავეტარან“, „სურბ ნორაშენ“, „სურბ ეჯმიაწინ“, „სურბ გევორგ“ ეკლესიების გამოსახულებით სამოცამდე გრაფიკული ნამუშევარი, რომლებიც დაცულია როგორც წარმავალი თბილისის მემუარები. მთელი ცხოვრება თბილისში ნაცხოვრი მხატვრის მიზანია ნახატების მეშვეობით ქალაქის ოდესღაც მშვენიერი შენობების, დღითიდღე გადაშენების წინაშე მყოფი სომხური კვალის და წარმავალი ძველი ქალაქის შენახვა და თაობებისათვის გადაცემა.
|
დაწვრილებით...
|
მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორმა ლევონ ისახანიანმა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი.
|
დაწვრილებით...
|
მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში (გამგე: ევგენია მარკოსიანი) ჩატარდა ღია გაკვეთილი, სათაურით „შემოდგომის ნობათი“. გაკვეთილი მიეძღვნა შემოდგომის თემის შეჯამებას. შემოდგომა თავისი უხვი მოსავლით გადმოსულიყო გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, სადაც ადგილები ეკავათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, „ჰაიარტუნ“ ცენტრის განყოფილებათა ხელმძღვანელებს. საბავშვო ბაღის თანამშრომლების ძალისხმევით და აღსაზრდელთა მშობლების მხარდაჭერით შემოდგომა თითქოს სილამაზითა და მრავალფეროვნებით დარბაზში იყო გადმონაცვლებული.
|
დაწვრილებით...
|
Նոյեմբերի 16-ին Մայր Աթոռ Սուրբ Էջմիածնում, հընթացս Ս. Պատարագի տեղի ունեցավ եպիսկոպոսական ձեռնադրություն և օծում: Ձեռամբ Ն.Ս.Օ.Տ.Տ. Գարեգին Բ Ծայրագույն Պատրիարք և Ամենայն Հայոց Կաթողիկոսի եպիսկոպոսության աստիճան ստացան Բրազիլիայի հայոց թեմի առաջնորդ Տ. Նարեկ վարդապետ Բերբերյանը, Կանադայի հայոց թեմի առաջնորդ Տ. Աբգար վարդապետ Հովակիմյանը և Մայր Աթոռի Քրիստոնեական դաստիարակության կենտրոնի տնօրեն Տ. Վարդան վարդապետ Նավասարդյանը:
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 181 182 183 184 185 186 187 188 189 190 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 185, სულ 280 |