1geo

fb you od

შემოდგომის ნობათი „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ashun 

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში (გამგე: ევგენია მარკოსიანი) ჩატარდა ღია გაკვეთილი, სათაურით „შემოდგომის ნობათი“. გაკვეთილი მიეძღვნა შემოდგომის თემის შეჯამებას. შემოდგომა თავისი უხვი მოსავლით გადმოსულიყო გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, სადაც ადგილები ეკავათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, „ჰაიარტუნ“ ცენტრის განყოფილებათა ხელმძღვანელებს. საბავშვო ბაღის თანამშრომლების ძალისხმევით და აღსაზრდელთა მშობლების მხარდაჭერით შემოდგომა თითქოს სილამაზითა და მრავალფეროვნებით დარბაზში იყო გადმონაცვლებული.

ღია გაკვეთილი მიეძღვნა   ბუნების შემეცნებას, ბავშვებმა ლამაზი გამოსვლებით წარმოაჩინეს წელიწადის დროებისა და ბუნების ბოძებული ნობათის შესახებ ცოდნა. მათ წარმოადგინეს გარემოში შემოდგომის მოტანილი ცვლილებები, შემოდგომის ოქროსფერი სამოსი, ფოთოლცვენა და სიცივის გამო ცხოველების თავშესაფრებში შესვლა. ამ ყველაფერს ამშვენებდა მათი შესრულებული სიმღერები შემოდგომაზე, გამოცანები და ლამაზად წაკითხული ლექსები.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მაღალი შეფასება მისცა საბავშვო ბაღის  მასწავლებლების შესრულებულ სამუშაოს ბავშვებისათვის ბუნების შემეცნების საქმეში, ასევე ხაზი გაუსვა საბავშვო ბაღის თანამშრომლებისა და მშობლების წვლილს ღია გაკვეთილის ჩატარებაში.

DSC01057 DSC01066 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)