მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში უმასპინძლა ვანაძორის ჰოვანეს აბელიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარ რეჟისორ ვაჰე შაჰვერდიანს, თეატრის მსახიობებს და თეატრალურ კრიტიკოსსა და ხელოვნებათმცოდნე ლევონ მუთაფიანს.
|
დაწვრილებით...
|
მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი თომას პერნიცკი ეწვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციას. ვიზიტის ინიციატორი გახლდათ ჩეხეთის ელჩი. მაღალი რანგის სტუმარი მიიღო სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარი მიესალმა ელჩს და მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და სომხეთის კავშირს ევროპულ ღირებულებებთან, და აღნიშნულ საქმეში განსაკუთრებით ხაზი გაუსვა დიპლომატების როლს.
|
დაწვრილებით...
|
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ინტეგრირებას ქართულ სივრცეში. კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბაზ სანიკიძემ, რომელიც დღეს სომეხთა კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის „ჰაიარტუნის“ წარმომადგენლებს შეხვდა, ახალგაზრდული პროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის მზადყოფნა გამოხატა.
|
დაწვრილებით...
|
მე-15 საუკუნის ნაგებობა „სურბ ნორაშენ“ ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს.
ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სომხეთში ვიზიტის დროს უწმინდესმა და უნეტარესმა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქმა გარეგინ მეორემ ერთხელ კიდევ დააყენა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ეკლესიების სომეხთა თემისათვის დაბრუნების საკითხი, რის საპასუხოდაც საქართველოს პრემიერ მინისტრი გამოვიდა ინიციატივით - ეკლესიების კუთვნილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, დაიწყოს საავარიო მდგომარეობაში მყოფი ტაძრების აღდგენა, და გამოხატა მზადყოფნა მისი ფონდიდან „ქართუ“ დაეფინანსებინა ტაძრების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
|
დაწვრილებით...
|