1geo

fb you od

გაიმართა რელიგიური საბჭოს წევრების შეხვედრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0022 

მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში გაიმართა ქრისტიანული ეკლესიების წინამძღვრების საბჭოს წევრების შეხვედრა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მერაბ გაფრინდაშვილი, საქართველოში ევნაგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჰანს-იოაჰიმ კიდერლენი და სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

განხილულიქნა საკითხები, რომლებიც აღელვებს რელიგიურ თემებს, შეეხნენ გაეროსა და ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციებს, ასევე საქართველოს რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან სამუშაოებს.

შეხვედრაზე სომეხთა ეკლესიის წინამძღვრის მიერ გაიჟღერა ერთობლივად სასულიერო მუსიკის საღამოების მოწყობის წინადადებამ. საღამოები მიეძღვნება სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავს. რელიგიური საბჭოს წევრებმა მზაობა გამოთქვეს საღამოების მოწყობაზე.

რელიგიური თემების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ერთობლივ საქმიანობას საერთო ინტერესების მომცველ საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ლევონ ისახანიანი, მილენა ოგანეზოვა და რელიგიური საბჭოს წევრების თანმხლები პირები ნინა აივაზოვა და ალბინა ზოტოვა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)